https://sputnik-georgia.com/20231018/ar-mainteresebs-kaxa-kalaze-mis-sesazlo-dasanqcirebas-gamoexmaura-283411845.html
არ მაინტერესებს - კახა კალაძე მის შესაძლო დასანქცირებას გამოეხმაურა
არ მაინტერესებს - კახა კალაძე მის შესაძლო დასანქცირებას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კახა კალაძეს რუსეთთან კავშირების გამო აშშ-ის სანქციები დაეკისრება. 18.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-18T18:28+0400
2023-10-18T18:28+0400
2023-10-18T21:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
კახა კალაძე
ქართული ოცნება
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283382128_489:470:2048:1347_1920x0_80_0_0_7be7bf8928f3a1716f532dcba6fce77d.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივანს, თბილისის მერს კახა კალაძეს არ აინტერესებს, შეიყვანს თუ არა მას სანქციების სიაში აშშ-ის ხელისუფლება.საქართველოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციების სიაში შემდეგი თბილისის მერი იქნება. ხაბეიშვილის თქმით, კალაძეს სანქციები დაეკისრება რუსეთთან, კერძოდ, „გაზპრომთან“ და რიგ კომპანიებთან კავშირების გამო.მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არის მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში.„ხედავთ მსოფლიოში რა ხდება? რამხელა უბედურება ხდება ყველგან, ამიტომ ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება“, – აღნიშნა კალაძემ.ჩემს ქონებას მე თვითონ მივხედავ, დასძინა კახა კალაძემ.აშშ-ის სანქციები და საქართველო2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის ФСБ-ს (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ონიშჩენკო „სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე პარტნიორ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში". აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა >>მანამდე, 2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ წევრს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. ქართველ მოსამართლეებს ბრალი დასდეს „მნიშვნელოვან კორუფციაში".საქართველოს ხელისუფლებამ მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას გაუგებარი და მიუღებელი უწოდა. აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა ამის პასუხად განაცხადა, რომ სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეზე სავიზო შეზღუდვების დაწესებამდე მათ ჩაატარეს ძალიან საფუძვლიანი ანალიზი და შეაგროვეს ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283382128_616:414:1875:1358_1920x0_80_0_0_8d83bc787b338c505e1c6a9e70532d7e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ქართული ოცნება , აშშ
ახალი ამბები, საქართველო, აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ქართული ოცნება , აშშ
არ მაინტერესებს - კახა კალაძე მის შესაძლო დასანქცირებას გამოეხმაურა
18:28 18.10.2023 (განახლებულია: 21:04 18.10.2023) „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კახა კალაძეს რუსეთთან კავშირების გამო აშშ-ის სანქციები დაეკისრება.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივანს, თბილისის მერს კახა კალაძეს არ აინტერესებს, შეიყვანს თუ არა მას სანქციების სიაში აშშ-ის ხელისუფლება.
საქართველოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციების სიაში შემდეგი თბილისის მერი იქნება. ხაბეიშვილის თქმით, კალაძეს სანქციები დაეკისრება რუსეთთან, კერძოდ, „გაზპრომთან“ და რიგ კომპანიებთან კავშირების გამო.
„დამასანქცირებენ თუ არა, არ ვფიქრობ ამაზე და არც მაინტერესებს, ამიტომ თქვენც ნუ ინერვიულებთ მაგაზე. ღმერთმა მაგაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს, არც მე და არც ჩემს ოჯახს“, – ასე უპასუხა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას.
მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი არის მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში.
„ხედავთ მსოფლიოში რა ხდება? რამხელა უბედურება ხდება ყველგან, ამიტომ ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება“, – აღნიშნა კალაძემ.
ჩემს ქონებას მე თვითონ მივხედავ, დასძინა კახა კალაძემ.
აშშ-ის სანქციები და საქართველო
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის ФСБ-ს (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ონიშჩენკო „სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე პარტნიორ ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში". აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა, და აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.
მანამდე, 2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ წევრს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. ქართველ მოსამართლეებს ბრალი დასდეს „მნიშვნელოვან კორუფციაში".
საქართველოს ხელისუფლებამ მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას გაუგებარი და მიუღებელი უწოდა. აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა ამის პასუხად განაცხადა, რომ სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეზე სავიზო შეზღუდვების დაწესებამდე მათ ჩაატარეს ძალიან საფუძვლიანი ანალიზი და შეაგროვეს ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო.