https://sputnik-georgia.com/20231018/-atacms-amerikis-didi-secdoma-283401389.html
პუტინი: ATACMS-ების გადაცემა ამერიკის დიდი შეცდომაა
პუტინი: ATACMS-ების გადაცემა ამერიკის დიდი შეცდომაა
Sputnik საქართველო
თბილისი, 18 ოქტომბერი − Sputnik. უკრაინისთვის ამერიკული რაკეტა ATACMS-ების გადაცემა აშშ-ის დიდი შეცდომაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. 18.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-18T14:23+0400
2023-10-18T14:23+0400
2023-11-01T13:50+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
ვლადიმირ პუტინი
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0c/282178698_0:0:3055:1718_1920x0_80_0_0_4b9f666ac471a208d36d54b2094d8456.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი − Sputnik. უკრაინისთვის ამერიკული რაკეტა ATACMS-ების გადაცემა აშშ-ის დიდი შეცდომაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.მისი თქმით, ეს ფაქტი სიტუაციას კარდინალურად ვერ შეცვლის, მხოლოდ დამატებით საფრთხეებს შექმნის, თუმცა რუსეთს ამ შეტევების მოგერიება შეუძლია.ამასთან მან სასაცილო უწოდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვებს, რომ რუსეთი მარცხდება უკრაინასთან კონფლიქტში. პუტინის თქმით, ეს რომ ასე იყოს, მაშინ შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდება არ მოუწევდა.როგორც რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, მანამდე თეთრმა სახლმა აღიარა, რომ წარსულში უკრაინას მოდიფიცირებული ATACMS-ები მიაწოდა, რომელთა მოქმედების რადიუსი 165 კილომეტრია.რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვმა უკრაინისთვის ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ATACMS-ების ფარულ მიწოდებას მძიმე შეცდომა უწოდა, რომელსაც უსერიოზულესი შედეგები მოჰყვება. ამასთან რუს დიპლომატს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების სრული შეწყვეტისა და ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი შეჯახების ხაზს მიჰყვება.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0c/282178698_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_53fc8dd1f83c3ba1f6b9e267090b4f4d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ
თბილისი, 18 ოქტომბერი − Sputnik. უკრაინისთვის ამერიკული რაკეტა ATACMS-ების გადაცემა აშშ-ის დიდი შეცდომაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
მისი თქმით, ეს ფაქტი სიტუაციას კარდინალურად ვერ შეცვლის, მხოლოდ დამატებით საფრთხეებს შექმნის, თუმცა რუსეთს ამ შეტევების მოგერიება შეუძლია.
„ომი ომია. რა თქმა უნდა, [რაკეტები] საფრთხეს წარმოადგენს, ეს თავისთავად, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ისინი ვერ შეძლებენ სიტუაციის კარდინალურად შეცვლას შეხების ხაზზე. ეს შეუძლებელია. ამის თქმა დაზუსტებით შეიძლება. უკრაინისთვის ATACMS-ების გადაცემა ამერიკის მორიგი დიდი შეცდომაა“, − განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
ამასთან მან სასაცილო უწოდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვებს, რომ რუსეთი მარცხდება უკრაინასთან კონფლიქტში. პუტინის თქმით, ეს რომ ასე იყოს, მაშინ შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდება არ მოუწევდა.
„თუ რუსეთმა ომი წააგო, მაშინ რატომ აწვდიან [უკრაინას] ATACMS-ებს? მაშინ წაიღოს აშშ-ის პრეზიდენტმა ATACMS-ები და ყველა სხვა იარაღი უკან, მიუჯდეს ბლინებს და ჩაის დასალევად ჩამოვიდეს რუსეთში. თუ ომი წაგებულია, რაღაზე ვსაუბრობთ? რა საჭიროა ATACMS-ები? დაუსვით მას ეს შეკითხვა“, − აღნიშნა პუტინმა.
როგორც რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, მანამდე თეთრმა სახლმა აღიარა, რომ წარსულში უკრაინას მოდიფიცირებული ATACMS-ები მიაწოდა, რომელთა მოქმედების რადიუსი 165 კილომეტრია.
რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვმა უკრაინისთვის ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ATACMS-ების ფარულ მიწოდებას მძიმე შეცდომა უწოდა, რომელსაც უსერიოზულესი შედეგები მოჰყვება. ამასთან რუს დიპლომატს მიაჩნია, რომ შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების სრული შეწყვეტისა და ნატოსა და რუსეთს შორის პირდაპირი შეჯახების ხაზს მიჰყვება.