https://sputnik-georgia.com/20231017/qutaisi-bardatis-damakavsirebeli-gzis-reabilitacia-dasrulda-283371160.html
ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის სავალ ნაწილს, ასევე მოეწყო გარე განათების სისტემა. 17.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-17T16:44+0400
2023-10-17T16:44+0400
2023-10-17T20:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
საქართველოს რეგიონები
იმერეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283358678_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_cfc5e109b936e07c769bb50a7ce6e6b6.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისი–ბაღდათის დამაკავშირებელი გზის (მუხნარის ტყის ტერიტორია) რეაბილიტაცია დასრულდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ახლა გარემონტებული 5 კმ-იანი მონაკვეთით იწყება ქუთაისი(საღორია)–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარას საავტომობილო გზა, რომელიც ქუთაისს ბაღდათთან და ვანთან აკავშირებს. აღნიშნული მონაკვეთი მიდის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტამდეც. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის სავალ ნაწილს, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო და გარემონტდა ხელოვნური ნაგებობები, სანიაღვრე ჭები, ღობეები და ლითონის მოაჯირები, გვერდულები, ბეტონის ბორდიურები, ტროტუარები, ველობილიკი, მიერთებები და მოსახლეობის ეზოში შესასვლელები, ავტოპავილიონი, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და საგზაო ნიშნები. მოინიშნა და შემოიფარგლა გზის სავალი ნაწილი. რეაბილიტირებულ მონაკვეთზე მოეწყო გარე განათების სისტემაც. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 8,6 მლნ ლარი შეადგინა.წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/11/283358678_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_57fc5f7462f6ed1f4faf299282c0b4fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, საქართველოს რეგიონები, იმერეთი
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, საქართველოს რეგიონები, იმერეთი
ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
16:44 17.10.2023 (განახლებულია: 20:48 17.10.2023) პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის სავალ ნაწილს, ასევე მოეწყო გარე განათების სისტემა.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისი–ბაღდათის დამაკავშირებელი გზის (მუხნარის ტყის ტერიტორია) რეაბილიტაცია დასრულდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ახლა გარემონტებული 5 კმ-იანი მონაკვეთით იწყება ქუთაისი(საღორია)–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარას საავტომობილო გზა, რომელიც ქუთაისს ბაღდათთან და ვანთან აკავშირებს. აღნიშნული მონაკვეთი მიდის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტამდეც.
„შესაბამისად, ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი იყო როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე რეგიონის ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის", – აღნიშნულია განცხადებაში.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის სავალ ნაწილს, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო და გარემონტდა ხელოვნური ნაგებობები, სანიაღვრე ჭები, ღობეები და ლითონის მოაჯირები, გვერდულები, ბეტონის ბორდიურები, ტროტუარები, ველობილიკი, მიერთებები და მოსახლეობის ეზოში შესასვლელები, ავტოპავილიონი, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და საგზაო ნიშნები. მოინიშნა და შემოიფარგლა გზის სავალი ნაწილი.
რეაბილიტირებულ მონაკვეთზე მოეწყო გარე განათების სისტემაც.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 8,6 მლნ ლარი შეადგინა.