მინვოდიდან თბილისის მიმართულებით 19 ოქტომბრიდან პირდაპირი რეისები შესრულდება

© photo: Sputnik / Pivov / გადასვლა მედიაბანკშიავიაკომპანია Azimuth-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია Azimuth-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2023
გამოწერა
პირდაპირი ფრენები შესრულდება ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. 19 ოქტომბრიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისები მინვოდის აეროპორტიდან შესრულდება, ნათქვამია აეროპორტის ვებ-გვერდზე.
ავიაგადაზიდვებს განახორციელებს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ (Azimuth), რომელიც უკვე ასრულებს პირდაპირ რეისებს მოსკოვსა და თბილისს შორის, ის ასევე გეგმავს საქართველოს ქალაქების სოჭთან დაკავშირებას.

„პირდაპირი ფრენები შესრულდება ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. აფრენა მინვოდიდან დილის 08:00 საათზე, დაფრენა თბილისში – 10:00 საათზე. გამგზავრება თბილისიდან 11:00 საათზე, დაშვება მინვოდში – 11:00 საათზე", – ნათქვამია აეროპორტის განცხადებაში და აქვე განმარტებულია, რომ თითოეული ქალაქისთვის მითითებულია ადგილობრივი დრო.

ავიაბილეთები ერთი მიმართულებით ხელმისაწვდომია 58 ევროდან დამატებითი გადასახადის გაუთვალისწინებლად.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან.
ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
„აზიმუტი“ მოსკოვი-ბათუმი და სოჭი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს შეასრულებს >>
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აღნიშნეს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ე.წ. შავ სიაში.
ფრენები არ განხორციელდება ასევე იმ საჰაერო ხომალდებით, რომლებსაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მიწოდებას.
ყველა ახალი ამბავი
0