იანვრიდან დღემდე CO-თი მოწამვლის 12 შემთხვევა დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenkoგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2023
გამოწერა
„თბილისი ენერჯი" საკუთარი აბონენტების შიდა ქსელის უსაფრთხოებას უფასოდ ამოწმებს.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე CO-თი მოწამვლის 12 შემთხვევა აღირიცხა, აქედან ერთი ფატალურად დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი" ავრცელებს.
უწყების ცნობით, CO-თი მოწამვლის ყველა შემთხვევა ნაქირავებ ბინებსა და კომერციულ ფართებში მოხდა.

„ამ ფართებში მომხდარ შემთხვევებამდე ცოტა ხნით ადრე ჩვენმა სპეციალისტებმა ღია წვის კამერიანი, „მკვლელი“ დანადგარები ჩახსნეს და მეპატრონეები გააფრთხილეს. 12-დან არცერთმა ბინის მესაკუთრემ არ გაითვალისწინა ჩვენი სპეციალისტების გაფრთხილება და რეკომენდაციები, შედეგად კი მივიღეთ CO-თი გარდაცვლილი ერთი და კიდევ 11 მოწამლული ადამიანი, რომლებიც სრულიად შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს", – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია მოუწოდებს ყველას, ვინც ბინას ქირაობს, მოსთხოვონ ბინის მეპატრონეს „თბილისი ენერჯის“ უსაფრთხოების შემოწმების აქტი" – დოკუმენტი, რომელიც იმის დასტურია, რომ ბინა უსაფრთხოა სიცოცხლისათვის.
„თბილისი ენერჯი" დედაქალაქის მასშტაბით 600 ათასამდე აბონენტს ემსახურება.
გაზზე მომუშავე დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის საკითხი, როგორც წესი, აქტუალური ხდება ცივი ამინდების დადგომისთანავე, როდესაც მოსახლეობა გაზის გამათბობლების გამოყენებას იწყებს. გაზის გაჟონვა თბილისსა და რეგიონებში აფეთქებებისა და მსხვერპლის მიზეზი ხდება. ერთ-ერთი ასეთი ტრაგედია 2019 წლის იანვარში დიღომში მოხდა. მაშინ დაღუპულებს შორის ბავშვებიც იყვნენ.
ყველა ახალი ამბავი
0