https://sputnik-georgia.com/20231017/fuladi-gadmoricxvebi-saqartveloisi-axali-statistika-283335968.html
ფულადი გადმორიცხვები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
ფულადი გადმორიცხვები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საქართველოში ფულადი გზავნილებით 2023 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთი ლიდერობს. 17.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-17T11:26+0400
2023-10-17T11:26+0400
2023-10-17T17:09+0400
საქართველოს ეკონომიკა
სტატისტიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23408/45/234084550_0:134:2000:1259_1920x0_80_0_0_b306d9ab28682653cfd05140dbcec2a5.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–სექტემბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 15,1%-ით გაიზარდა და 3.239 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი. ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთი ლიდერობს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.315,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 40,6%-ია. სექტემბერში გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2023 წლის სექტემბერში 26,7%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 283,9 მლნ დოლარი შეადგინა. სექტემბერში რუსეთიდან 59,5 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 21%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65,8%-ით ნაკლებია. რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,9 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის სექტემბერთან შედარებით 9,5%-ით ნაკლებია. 2023 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოდან უცხოეთში 259,1 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23408/45/234084550_72:0:1929:1393_1920x0_80_0_0_3f3f2f6fe1975351a9c30b19fc01bc3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, სტატისტიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო
ფულადი გადმორიცხვები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
11:26 17.10.2023 (განახლებულია: 17:09 17.10.2023) საქართველოში ფულადი გზავნილებით 2023 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთი ლიდერობს.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–სექტემბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 15,1%-ით გაიზარდა და 3.239 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა: 2023 წლის იანვარი–სექტემბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა % |
რუსეთი | 1.315,7 | 15,9 |
იტალია | 383,5 | 20,9 |
აშშ | 318,3 | 36,0 |
საბერძნეთი | 168,8 | 1,9 |
გერმანია | 168,5 | 44,6 |
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.315,7 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 40,6%-ია.
სექტემბერში გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2023 წლის სექტემბერში 26,7%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 283,9 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2023 წლის სექტემბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა/ვარდნა % |
რუსეთი | 59,5 | -65,8 |
იტალია | 43,3 | 19,3 |
აშშ | 41,3 | 43,8 |
გერმანია | 21,1 | 32,8 |
საბერძნეთი | 20,5 | 11,0 |
სექტემბერში რუსეთიდან 59,5 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 21%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65,8%-ით ნაკლებია.
რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,9 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის სექტემბერთან შედარებით 9,5%-ით ნაკლებია.
2023 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოდან უცხოეთში 259,1 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით მეტია.