https://sputnik-georgia.com/20231017/azlierebs-farisebri-jirkvlis-janmrtelobas-otxi-mcnare-283360469.html
აძლიერებს ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობას: ექსპერტმა მცენარეები დაასახელა
აძლიერებს ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობას: ექსპერტმა მცენარეები დაასახელა
Sputnik საქართველო
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაში, სხვა ენდოკრინული ჯირკვლების... 17.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-17T15:27+0400
2023-10-17T15:27+0400
2023-10-17T20:24+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
ფარისებრი ჯირკვალი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262919629_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_bc77b3ef361e92ec896d0611e07ce745.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაში, სხვა ენდოკრინული ჯირკვლების მსგავსად, „ჭირვეულია“ და მასში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება დიდ გავლენას ახდენს მთლიანად ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, აცხადებს ინდური ხალხური მედიცინის, აიურვედას სპეციალისტი, ქირურგი განეშ ჩოუდჰური.მისი თქმით, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი კარგად მუშაობს, ადამიანი თავს ენერგიულად და გაწონასწორებულად გრძნობს, დარღვევის შემთხვევაში კი შეიძლება წონის პრობლემები და განწყობის ცვალებადობა დაეწყოს.როგორც ექსპერტი ამბობს, ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად და დარღვევების გამო სამედიცინო ჩარევის თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკის დამატებითი მეთოდები არსებობს, მაგალითად, რამდენიმე ბალახეული, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობის გაძლიერებას უწყობს ხელს.ეს მცენარეებია:განეშ ჩაუდჰურის თქმით, იმუნური სისტემის, განსაკუთრებით, ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობის გასაძლიერებლად ჯობს ეს მცენარეები ფხვნილის სახით მიიღოთ, შეგიძლიათ შეურიოთ თბილ რძეს.ამასთან ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებისა და მძიმე სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს. მისი განმარტებით, ხალხური მედიცინით მკურნალობა ხელს უწყობს ზოგად ჯანმრთელობას და აძლიერებს იმუნურ სისტემას, მაგრამ ისინი ვერ ცვლის თანამედროვე მედიცინის მეთოდებს.მანამდე აშშ-ის დერმატოლოგიის აკადემიის წევრმა სეჯალ შაჰმა ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ერთ-ერთ უპირველეს სიმპტომად წარბების გათხელება დაასახელა. მისი თქმით, თუ ასეთ სიმპტომს შენიშნავთ, შესაძლოა დადგა დრო, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე შეიმოწმოთ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262919629_155:0:2886:2048_1920x0_80_0_0_a7a4269b06a6ad357fa29d435f050517.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ფარისებრი ჯირკვალი
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ფარისებრი ჯირკვალი
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაში, სხვა ენდოკრინული ჯირკვლების მსგავსად, „ჭირვეულია“ და მასში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება დიდ გავლენას ახდენს მთლიანად ორგანიზმის ჯანმრთელობაზე,
აცხადებს ინდური ხალხური მედიცინის, აიურვედას სპეციალისტი, ქირურგი განეშ ჩოუდჰური.
მისი თქმით, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი კარგად მუშაობს, ადამიანი თავს ენერგიულად და გაწონასწორებულად გრძნობს, დარღვევის შემთხვევაში კი შეიძლება წონის პრობლემები და განწყობის ცვალებადობა დაეწყოს.
როგორც ექსპერტი ამბობს, ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად და დარღვევების გამო სამედიცინო ჩარევის თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკის დამატებითი მეთოდები არსებობს, მაგალითად, რამდენიმე ბალახეული, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობის გაძლიერებას უწყობს ხელს.
აშვაგანდა — რომელსაც აქვს შესანიშნავი თვისებები და ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში. აშვაგანდას მიღება ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების რეგულირებასა და თირეოტროპული ჰორმონის დონის დაბალანსებას.
გუგული — ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის. გუგული ასევე ააქტიურებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონ თიროქსინს.
ფუკუსი — ზღვის წყალმცენარე, რომელიც მდიდარია იოდითა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი მინერალური ნივთიერებებით. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მისი ჭარბად მიღება არ შეიძლება — სწორედ იოდის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო. ამან შესაძლოა ჩიყვი ან ფარისებრი ჯირკვლის კიბო გამოიწვიოს.
ბრაჰმი — მცენარე, რომელიც დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და, შესაბამისად, ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობას.
განეშ ჩაუდჰურის თქმით, იმუნური სისტემის, განსაკუთრებით, ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობის გასაძლიერებლად ჯობს ეს მცენარეები ფხვნილის სახით მიიღოთ, შეგიძლიათ შეურიოთ თბილ რძეს.
ამასთან ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებისა და მძიმე სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს. მისი განმარტებით, ხალხური მედიცინით მკურნალობა ხელს უწყობს ზოგად ჯანმრთელობას და აძლიერებს იმუნურ სისტემას, მაგრამ ისინი ვერ ცვლის თანამედროვე მედიცინის მეთოდებს.
მანამდე აშშ-ის დერმატოლოგიის აკადემიის წევრმა სეჯალ შაჰმა ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ერთ-ერთ უპირველეს სიმპტომად წარბების გათხელება
დაასახელა. მისი თქმით, თუ ასეთ სიმპტომს შენიშნავთ, შესაძლოა დადგა დრო, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე შეიმოწმოთ.