https://sputnik-georgia.com/20231016/xmauristvis-jarimebi-gamkacrdeba-parlamentshi-ganxilvebi-daiwyo-283312641.html
ხმაურისთვის სანქციები გამკაცრდება: პარლამენტში განხილვები დაიწყო
ხმაურისთვის სანქციები გამკაცრდება: პარლამენტში განხილვები დაიწყო
Sputnik საქართველო
საქართველოში ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია ბინებში, სასტუმროებში და რესტორნებში. 16.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-16T18:17+0400
2023-10-16T18:17+0400
2023-11-01T12:11+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283443201_0:90:1281:810_1920x0_80_0_0_f1457a13ffc2cdb96bc727d46f10f69f.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილები, რომელიც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდება, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.კომიტეტის წევრებს კანონპტროექტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ წარუდგინა. მისი თქმით, ცვლილებები ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის.საქართველოში 2020 წლიდან დადგენილია აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები დღისა და ღამის საათებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დღეისათვის წესების დარღვევა პირველ ჯერზე მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს.როგორც ბითაძემ აღნიშნა, დღეს არსებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს პრევენციულ ეფექტს, რაზეც მეტყველებს მოსახლეობის მხრიდან მაღალი მომართვიანობა ხმაურის დონის ინდექსის გადამეტებასთან დაკავშირებით.ხმაურზე შეზღუდვები არ ვრცელდება აეროპორტებზე, მეტროზე, საავტომობილო გზებსა და რკინიგზაზე, პორტებზე, ასევე აქციებზე, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე დღის საათებში და თბილისის მერიასთან შეთანხმებულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე.მოქმედი კანონით, ხმაურის დასაშვებ ნორმად ბინებსა და სახლებში ითვლება არაუმეტეს 35 დეციბელისა დღისით (08:00 საათიდან 23:00 საათამდე) და არაუმეტეს 30 დეციბელისა ღამით. ბარებსა და რესტორნებში ხმაურის დასაშვები ნორმა დღე-ღამის ნებისმიერ დროს – არაუმეტეს 50 დეციბელისა, სასტუმროებში დღის საათებში – 40 დეციბელი, ღამით – 35 დეციბელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283443201_0:0:1137:852_1920x0_80_0_0_9094f18b51fb06e99ce7351498b52e20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ხმაურისთვის სანქციები გამკაცრდება: პარლამენტში განხილვები დაიწყო
18:17 16.10.2023 (განახლებულია: 12:11 01.11.2023) საქართველოში ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია ბინებში, სასტუმროებში და რესტორნებში.
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილები, რომელიც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებს უკავშირდება, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომიტეტის წევრებს კანონპტროექტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ წარუდგინა. მისი თქმით, ცვლილებები ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას დღის და ღამის საათებში საცხოვრებელ სახლებში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის.
საქართველოში 2020 წლიდან დადგენილია აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები დღისა და ღამის საათებში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დღეისათვის წესების დარღვევა პირველ ჯერზე მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს.
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების პირველივე შემთხვევაში მოხდება ფიზიკური პირის დაჯარიმება 150 ლარით, იურიდიულის – 1500 ლარით.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირების შემთხვევაში იქნება 500 ლარი, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – 5000 ლარი.
იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – 10 ათასი ლარის ოდენობით.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, დღეს არსებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს პრევენციულ ეფექტს, რაზეც მეტყველებს მოსახლეობის მხრიდან მაღალი მომართვიანობა ხმაურის დონის ინდექსის გადამეტებასთან დაკავშირებით.
ხმაურზე შეზღუდვები არ ვრცელდება აეროპორტებზე, მეტროზე, საავტომობილო გზებსა და რკინიგზაზე, პორტებზე, ასევე აქციებზე, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე დღის საათებში და თბილისის მერიასთან შეთანხმებულ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე.
მოქმედი კანონით, ხმაურის დასაშვებ ნორმად ბინებსა და სახლებში ითვლება არაუმეტეს 35 დეციბელისა დღისით (08:00 საათიდან 23:00 საათამდე) და არაუმეტეს 30 დეციბელისა ღამით. ბარებსა და რესტორნებში ხმაურის დასაშვები ნორმა დღე-ღამის ნებისმიერ დროს – არაუმეტეს 50 დეციბელისა, სასტუმროებში დღის საათებში – 40 დეციბელი, ღამით – 35 დეციბელი.