საქართველოში დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2023
გამოწერა
НовостиTelegram
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ ჩაუტარდება რისკ-ჯგუფებს.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ ნიდერლანდური კომპანია Abbott Biologicals B.V.-ს წარმოების 200 ათასი დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. აღნიშნული ვაქცინა ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ ჩაუტარდება რისკ-ჯგუფებს, მათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვს.
2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა:
დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ-ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.
ვაქცინა ხელმისაწვდომია იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში.
გარკვეული გამონაკლისების გარდა, სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაციის გაკეთება ნებაყოფლობითია.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
თამარ გაბუნია: გრიპზე ასაცრელად იდეალური დროა>>
საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ყველა ახალი ამბავი
0