მოსაზრება: ევროპა მრისხანებს რუსეთის წარმატებების გამო

© photo: Sputnik / Ilia Pitaliov  / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2023
გამოწერა
ნატალია დემბინსკაია
გაეროს პროგნოზით, რუსეთი წელს G20-ის იმ რამდენიმე ქვეყანას შორის აღმოჩნდება, რომლებსაც ეკონომიკის დადებითი დინამიკა აქვთ. ევროპა სასოწარკვეთილებაშია: „ლოკომოტივები" რეცესიაშია, ძირითადი ინდექსები მინიმუმამდე დაეცა. საფრანგეთში ეკონომიკის კოლაფსზე ალაპარაკდნენ, ხოლო გერმანიას ევროკავშირის „ყველაზე სუსტი რგოლი" უწოდეს.

მაქსიმალური ზრდა

S&P Global-ის მონაცემებით, წარმოების სექტორ PMI-ში საქმიანი აქტიურობის ინდექსი 54,5-მდე გაიზარდა. აგვისტოში 52,7 იყო. როცა ეს მაჩვენებელი 50-ზე მეტია, ინდუსტრია ძლიერდება, თუ ნაკლებია − სუსტდება. რუსეთში ზრდა ზედიზედ მეშვიდე თვეა ფიქსირდება.
როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ეს დიდწილად შიდა მოთხოვნით არის განპირობებული. რეალურ სექტორში დასაქმება 23 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება. S&P Global-მა ასევე დააფიქსირა საოპერაციო პირობების მკვეთრი გაუმჯობესება.
ასეთი დინამიკა გარე შეზღუდვებთან თავდაჯერებული ადაპტაციის შედეგია, პროცესი მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს. ფართოვდება წარმოება, მშენებლობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა.

მაქსიმალური დატვირთვა

„როსსტატის“ მონაცემებით, აგვისტოში პროდუქციის გამოშვება წელიწადში 5,4 პროცენტით გაიზარდა. აპრილი-მაისიდან მოყოლებული, წარმოება 2020 წლის დონის 110 პროცენტზე რჩება.
რუსეთის ცენტრალური ბანკის ცნობით: მეორე კვარტალში საწარმოო სიმძლავრეების დატვირთვამ 81%-ს მიაღწია − ეს ისტორიული მაქსიმუმია. წინა რეკორდი 80,3% იყო პირველ კვარტალში. საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ მომპოვებელ საწარმოებს (82,6%), გადამამუშავებელ საწარმოებსა (75,6%) და მშენებლობას (77,7%).
ქარხნები ბრუნვას ზრდიან და წარმოების მოდერნიზაციას ახდენენ „შიდა მოთხოვნილებაზე გადამისამართების პირობებში, იმპორტის ჩანაცვლების პროგრამების გააქტიურების კონტექსტში“, განმარტეს ცენტრალურ ბანკში. შესაბამისად გაიზარდა საინვესტიციო აქტივობა.
რეკორდი ასევე დააფიქსირეს ეგორ გაიდარის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტშიც (IEP). ორი კვარტლის შედეგების მიხედვით, საშუალო დატვირთვა 76,7%-ია (შარშან 76,5% იყო). ლიდერები არიან ქაღალდისა და ქაღალდის ნაწარმის წარმოება − 83,6%, საფეიქრო და ტანსაცმლის წარმოება − 81,5%.
რუსული კომპანიები აქტიურად არიან დაკავებული იმპორტჩანაცვლებით. წლის პირველ ნახევარში 71,6 პროცენტით გაიზარდა კომპიუტერების, ელექტრონული და ოპტიკური პროდუქციის გამოშვება, ავტოტრანსპორტის, მისაბმელებისა და ნახევარმისაბმელებისა − 51,7%-ით, მზა ლითონნაწარმისა − 45,8%-ით, ავეჯის − 34,3%-ით, ელექტროტექნიკის − 32,1%-ით, ტანსაცმლის − 44%-ით.
დასავლური ბრენდების წასვლამ მსუბუქ მრეწველობას კარგი სტიმული მისცა. სარეცხი საშუალებებისა და კოსმეტიკური საშუალებების, ტანსაცმლის, საკვების და ცხოველების საკვების მწარმოებლებმა მაჩვენებლები გააუმჯობესეს.
ვითარდება ლოჯისტიკა და ტვირთების გადაზიდვა. მას შემდეგ, რაც ნავთობის უცხოელმა მოვაჭრეებმა უარი თქვეს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაზე მეორადი სანქციების შიშის გამო, გადამზიდავი კომპანიების შეკვეთები შესამჩნევად გაიზარდა.

ძლიერი ვარდნა

ევროპაში სხვა სიტუაციაა. PMI დიდ ბრიტანეთში სექტემბერში 46,8-მდე დაეცა (აგვისტოში – 48,6). ეს მინიმუმია ორ-ნახევარ წელიწადში. შესუსტდა მომსახურების სექტორი, შემცირდა წარმოება.
ეკონომიკური აქტივობა ეცემა, განაცხადა S&P Global-მა. რეცესია „სულ უფრო სავარაუდო ხდება". მშპ-ის მაჩვენებელმა ერთ კვარტალში 0,4% დაკარგა და ვარდნა ჯერ კიდევ იკრებს ძალას.
გერმანიაში, მიუნხენის უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, ინდექსი აპრილიდან მცირდება; სამშენებლო სექტორში − მინიმუმ 2009 წლის იანვრიდან. კომპანიები აღიარებენ, რომ ბიზნესის მდგომარეობა გაუარესდა. განწყობა უკიდურესად პესიმისტურია.
გერმანიის ეკონომიკა რეცესიაშია. მშპ პირველ კვარტალში 0,3%-ით შემცირდა 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით.
როგორც ბუნდესბანკის სექტემბრის ეკონომიკურ ანგარიშშია ნათქვამი, სავარაუდოდ, მესამე კვარტალში უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება, რადგან მრეწველობა არ იზრდება, ხოლო კერძო მოხმარება მცირე გავლენას ახდენს.
როგორც ბრიტანული The Telegraph აღნიშნავს, გერმანია ევროკავშირის ყველაზე სუსტ რგოლად იქცა. მთელი ევროზონის მაჩვენებელი 43,4 პუნქტია. ვარდნის მიზეზებია ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, ინფლაციის მკვეთრი ზრდა და ECB-ს საპროცენტო განაკვეთები.
საფრანგეთში საერთოდაც „კოლაფსი" გამოაცხადეს და ამაში ევროპული ხელისუფლება დაადანაშაულეს. როგორც პარტია „პატრიოტების“ ხელმძღვანელმა ფლორიან ფილიპომ აღნიშნა, სულ ახლახან ფინანსთა მინისტრი ბრუნო ლე მაირი რუსეთის ეკონომიკის კოლაფსს ჰპირდებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად ფრანგული ჩამოიშალა.
„რუსეთში 2023 წელს მშპ 1,5%-ით გაიზრდება, ევროზონაში კი − 0,8%-ით“, − აღშფოთებულია პოლიტიკოსი.

ზრდა დაჩქარდება

სექტემბერში საერთაშორისო ინსტიტუტებმა კვლავ შეცვალეს პროგნოზები რუსეთის მიმართ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიში 2023 წელს ეკონომიკურ ზრდას 0,8%-ით პროგნოზირებს, 2024 წელს კი 0,9%-ით. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) წელს უკვე სამჯერ შეცვალა თავისი შეფასებები: იანვარში მათ ივარაუდეს პლუს 0,3%, ახლა პროგნოზი 1,5%-ია. 2024 წელს − 1,3%.
გაეროს მონაცემებით, 2023 წელს რუსეთი G20-ის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის მოხვდება, რომელთა ეკონომიკური განვითარებაც დაჩქარდება. ამის შესახებ ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციაზე (UNCTAD) ითქვა.
მთავარი საერთაშორისო ორგანიზაციის ანალიტიკოსები წელს მშპ-ის 2,2%-ით, მომავალ წელს კი 2%-ით ზრდას პროგნოზირებენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0