რუსეთის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთის ხუთ ლიდერთან სატელეფონო საუბრებს მართავს

  - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2023
გამოწერა
თბილისი, 16 ოქტომბერი − Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს საერთაშორისო სატელეფონო საუბრებს მართავს ახლო აღმოსავლეთის ლიდერებთან, მათ შორის, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ლიდერის თანაშემწემ იური უშაკოვმა.

„დღეს ჩვენ, შეიძლება ითქვას, ასეთი „ძლიერი გასროლა“ გვაქვს: ხუთი სატელეფონო საუბარი. პრეზიდენტი პუტინი უკვე ესაუბრა სირიის პრეზიდენტს [ბაშარ ასადსა] და ირანის პრეზიდენტს [ებრაჰიმ რაისის]. დღის განმავლობაში კიდევ განხორციელდება სატელეფონო კონტაქტები ეგვიპტის პრეზიდენტ ალ-სისისთან, პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან", − აღნიშნა უშაკოვმა.

მისი თქმით, პეკინში ვიზიტამდე პუტინი „ამ კონფლიქტთან დაკავშირებულ მთავარ ქვეყნებთან ისაუბრებს“ და რუსეთის შეფასებებსა და პოზიციას დააფიქსირებს.
როგორც კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, ვლადიმირ პუტინი „ყურადღებით აკვირდება პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის უპრეცედენტო ესკალაციას“.
ყველა ახალი ამბავი
0