https://sputnik-georgia.com/20231016/kobaxize-kezerasvili-mnisvnelovani-instrumentia-globaluri-omis-partiis-xelsi-283327997.html
კობახიძე: კეზერაშვილი - მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია „გლობალური ომის პარტიის“ ხელში
კობახიძე: კეზერაშვილი - მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია „გლობალური ომის პარტიის“ ხელში
Sputnik საქართველო
„გლობალური ომის პარტიას“ წარმოადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას... 16.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-16T21:52+0400
2023-10-16T21:52+0400
2023-11-01T12:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24332/84/243328464_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_b86e614502910938092dcace9ab5c8d1.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია „გლობალური ომის პარტიის" ხელში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.კეზერაშვილი საქართველოში დაუსწრებლად არის გასამართლებული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 5 მილიონ ევროზე მეტის გაფლანგვისთვის. მმართველი პარტიის წევრები კეზერაშვილს დიდი ხანია უწოდებენ ოლიგარქს, რომელიც „ნაცმოძრაობას" კულისებიდან მართავს.მმართველი პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამავე დროს „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას".აპრილის დასაწყისში კეზერაშვილმა ინტერვიუ მისცა მის მიერ დაარსებულ ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას", სადაც განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პროდასავლურ ფლანგს ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება და ის მათგან ერთ-ერთია. ექს-მინისტრმა დასძინა, რომ ურთიერთობა აქვს „ნაცმოძრაობის" ახალ მენეჯმენტთან და მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაში დახმარებისთვის მზადაა.კეზერაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან ჯერ კიდევ 2008 წელს წავიდა და არცერთი პარტიის წევრი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურად აქტიური არ უნდა იყოს და საკუთარი პოზიცია არ გააჩნდეს.ვინ არის კეზერაშვილიდავით კეზერაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ეკავა. 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მან ქვეყანა დატოვა.2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა.მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ВВС-ის ვერსიით, საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, იგივე "მისტერ ოფშორი" დგას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24332/84/243328464_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_ebd971f2c08eae27c6325bb78faf1f90.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
კობახიძე: კეზერაშვილი - მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია „გლობალური ომის პარტიის“ ხელში
21:52 16.10.2023 (განახლებულია: 12:15 01.11.2023) „გლობალური ომის პარტიას“ წარმოადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას, მიაჩნიათ მმართველ პარტიაში.
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია „გლობალური ომის პარტიის" ხელში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
კეზერაშვილი საქართველოში დაუსწრებლად არის გასამართლებული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 5 მილიონ ევროზე მეტის გაფლანგვისთვის. მმართველი პარტიის წევრები კეზერაშვილს დიდი ხანია უწოდებენ ოლიგარქს, რომელიც „ნაცმოძრაობას" კულისებიდან მართავს.
„ის არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი „გლობალური ომის პარტიის“ ხელში, ამიტომ ყველას აკავებენ მის გარშემო, გარდა თავად კეზერაშვილისა, ვიდრე დასჭირდებათ, გამოიყენებენ, იხმარენ, როგორც კი აღარ დასჭირდებათ, შეიძლება გაუყენონ მისი პარტნიორების გზას“, – განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამავე დროს „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას".
„სწორედ მისი ხელით ხდება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება. აქედან გამომდინარე, მას ყველაფერი ეპატიება, ევროპელი პენსიონერების ძარცვაც, საქართველოში ჩადენილი დანაშაულებიც, რადგან მისი ხელით „გლობალური ომის პარტია“ საქართველოში აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს, „ენჯეოებს“, მედიასაშუალებებს“, – განაცხადა კობახიძემ.
აპრილის დასაწყისში კეზერაშვილმა ინტერვიუ მისცა მის მიერ დაარსებულ ოპოზიციურ ტელეარხ „ფორმულას", სადაც განაცხადა, რომ დღეს საქართველოს პროდასავლურ ფლანგს ძალიან ცოტა ადამიანი ეხმარება და ის მათგან ერთ-ერთია. ექს-მინისტრმა დასძინა, რომ ურთიერთობა აქვს „ნაცმოძრაობის" ახალ მენეჯმენტთან და მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაში დახმარებისთვის მზადაა.
კეზერაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან ჯერ კიდევ 2008 წელს წავიდა და არცერთი პარტიის წევრი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურად აქტიური არ უნდა იყოს და საკუთარი პოზიცია არ გააჩნდეს.
დავით კეზერაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ეკავა. 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მან ქვეყანა დატოვა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა.
მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ВВС-ის ვერსიით, საერთაშორისო თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების უკან ისრაელის მოქალაქე დავით კეზერაშვილი, იგივე "მისტერ ოფშორი" დგას.