https://sputnik-georgia.com/20231016/cnobiereba-adamians-dabadebamde-uyalibdeba-283302625.html
ცნობიერება ადამიანს დაბადებამდე უყალიბდება: უახლესი კვლევა
ცნობიერება ადამიანს დაბადებამდე უყალიბდება: უახლესი კვლევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 ოქტომბერი − Sputnik. ცნობიერება ადამიანს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე უყალიბდება, ასკვნიან მეცნიერები, რომელთა ნაშრომიც გამოქვეყნებულია ჟურნალში... 16.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-16T16:40+0400
2023-10-16T16:40+0400
2023-10-16T20:43+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251983754_0:519:1301:1250_1920x0_80_0_0_2a10b93cc008ebd2e4f5a9a858f81596.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი − Sputnik. ცნობიერება ადამიანს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე უყალიბდება, ასკვნიან მეცნიერები, რომელთა ნაშრომიც გამოქვეყნებულია ჟურნალში Trends in Cognitive Sciences.ცნობიერება − ადამიანის მიერ გარე სინამდვილის ასახვის უმაღლესი ფორმაა. ჩვეულებრივი, ფხიზელი ცნობიერება მოიცავს აღქმებს, აზრებს, გრძნობებს, წარმოდგენებსა და სურვილებს მოცემულ მომენტში და მათზე რეაქციებს.ცნობიერების გაჩენის პრობლემა ერთ-ერთი მთავარია ბიოლოგიაში, ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში. ზუსტად როგორ და რა ეტაპზე ჩნდება იგი, დღემდე უცნობია, თუმცა ამ თემაზე მრავალი განსხვავებული თეორია არსებობს.ზოგიერთი კონცეფციის თანახმად, ცნობიერება დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ყალიბდება − სანამ ბავშვი ერთი წლის გახდება; ზოგი მეცნიერი ირწმუნება, რომ ცნობიერების პირველი ნაპერწკალი ლამის დაბადებისთანავე ჩნდება, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ცნობიერება ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას უყალიბდება ადამიანს.სწორედ ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მონაშის (ავსტრალია), ტუბინგენის (გერმანია), მინესოტის (აშშ), ტრინიტი-კოლეჯის (ბრიტანეთი) და ირლანდიის უნივერსიტეტების ნეირომეცნიერები და ფსიქოლოგები მას შემდეგ, რაც ამ თემაზე არსებული ლიტერატურა გააანალიზეს.მეცნიერთა აზრით, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანის ცნობიერება დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, ნაყოფის განვითარების ადრეულ სტადიებზე იწყებს ფორმირებას, თუმცა, რაღა თქმა უნდა, თავს მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ იჩენს.სწავლულთა თქმით, ამის დასტურია ის ფაქტი, რომ დროულად დაბადებული ახალშობილები ცდილობენ მზერის დაფიქსირებას, აქვთ რეაქციების მდიდარი ნაკრები უსიამოვნო სტიმულებზე საპასუხოდ, შეუძლიათ განასხვავონ დედის ხმა უცხო ადამიანის ხმისგან, სახეზე ესახებათ სიხარულის ან უსიამოვნების გამომსახველი რეაქციები.ამასთან, როგორც სწავლულები განმარტავენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუცლად ყოფნის პერიოდში ფორმირებული ცნობიერება დაბადებისთანავე უეცრად ჩაირთვება − ის თანდათანობით იღვიძებს სინაფსების შერწყმის, გრძნობების შერწყმისა და შემეცნების მოდელების აგებისას.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251983754_0:510:1055:1301_1920x0_80_0_0_e5472c5e6428893e7f3cd2168b87eba7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
თბილისი, 16 ოქტომბერი − Sputnik. ცნობიერება ადამიანს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე უყალიბდება, ასკვნიან მეცნიერები, რომელთა ნაშრომიც გამოქვეყნებულია ჟურნალში Trends in Cognitive Sciences.
ცნობიერება − ადამიანის მიერ გარე სინამდვილის ასახვის უმაღლესი ფორმაა. ჩვეულებრივი, ფხიზელი ცნობიერება მოიცავს აღქმებს, აზრებს, გრძნობებს, წარმოდგენებსა და სურვილებს მოცემულ მომენტში და მათზე რეაქციებს.
ცნობიერების გაჩენის პრობლემა ერთ-ერთი მთავარია ბიოლოგიაში, ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში. ზუსტად როგორ და რა ეტაპზე ჩნდება იგი, დღემდე უცნობია, თუმცა ამ თემაზე მრავალი განსხვავებული თეორია არსებობს.
ზოგიერთი კონცეფციის თანახმად, ცნობიერება დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ყალიბდება − სანამ ბავშვი ერთი წლის გახდება; ზოგი მეცნიერი ირწმუნება, რომ ცნობიერების პირველი ნაპერწკალი ლამის დაბადებისთანავე ჩნდება, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ცნობიერება ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას უყალიბდება ადამიანს.
სწორედ ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მონაშის (ავსტრალია), ტუბინგენის (გერმანია), მინესოტის (აშშ), ტრინიტი-კოლეჯის (ბრიტანეთი) და ირლანდიის უნივერსიტეტების ნეირომეცნიერები და ფსიქოლოგები მას შემდეგ, რაც ამ თემაზე არსებული ლიტერატურა გააანალიზეს.
მეცნიერთა აზრით, არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანის ცნობიერება დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, ნაყოფის განვითარების ადრეულ სტადიებზე იწყებს ფორმირებას, თუმცა, რაღა თქმა უნდა, თავს მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ იჩენს.
სწავლულთა თქმით, ამის დასტურია ის ფაქტი, რომ დროულად დაბადებული ახალშობილები ცდილობენ მზერის დაფიქსირებას, აქვთ რეაქციების მდიდარი ნაკრები უსიამოვნო სტიმულებზე საპასუხოდ, შეუძლიათ განასხვავონ დედის ხმა უცხო ადამიანის ხმისგან, სახეზე ესახებათ სიხარულის ან უსიამოვნების გამომსახველი რეაქციები.
„ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ახალშობილებს შეუძლიათ სენსორული და განვითარებადი კოგნიტური რეაქციების ინტეგრირება თანმიმდევრულ ცნობიერ გამოცდილებაში, რათა გაიგონ სხვების ქმედებები და დაგეგმონ საკუთარი რეაქციები“, − ამბობს ტრინიტი-კოლეჯის ფსიქოლოგი ლორინა ნასი.
ამასთან, როგორც სწავლულები განმარტავენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუცლად ყოფნის პერიოდში ფორმირებული ცნობიერება დაბადებისთანავე უეცრად ჩაირთვება − ის თანდათანობით იღვიძებს სინაფსების შერწყმის, გრძნობების შერწყმისა და შემეცნების მოდელების აგებისას.