საქართველო უნაღდო ანგარიშსწორების გადახდის სისტემის შემდგომ განვითარებას გეგმავს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკში VISA და MasterCard-ის ბარათები
 VISA და MasterCard-ის ბარათები - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2023
გამოწერა
მყისიერი გადახდის სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს კომერციული ბანკების კონკურენტუნარიანობის გაზრდას
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო გადახდის Visa და Mastercard სისტემების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს საქართველოში საბანკო ბარათებით გადახდის სისტემების შემდგომ განვითარებას, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მარაქეშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, წამყვანი საერთაშორისო საბარათე სქემების „ვიზას" და „მასტერქარდის" წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და პროექტები განიხილეს. გარდა ამისა, ისაუბრეს საბანკო სერვისებში ციფრული ტექნოლოგიებისა და უნაღდო გადახდების სისტემების განვითარებაზე, მათ შორის, საქართველოში მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის თაობაზე.
ნათია თურნავას განცხადებით, მყისიერი გადახდის სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს კომერციულ ბანკებსა და არასაბანკო საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებს შორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
Visa და Mastercard საქართველოში 20 წელზე მეტია ოპერირებენ. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტთან როგორც საგადახდო სისტემების, ასევე ფინანსური განათლების, ციფრული ვალუტის, ღია ბანკინგის და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
ყველა ახალი ამბავი
0