კახეთში ქართული ღვინის ფესტივალი დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerქვევრი
ქვევრი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2023
გამოწერა
ფესტივალზე მცირე და დიდი კომპანიების 300-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ღვინოა წარმოდგენილი
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. გურჯაანში გაიხსნა რიგით მეხუთე ღვინის ფესტივალი Gurjaani Wine Festival 2023, სადაც 300-ზე მეტი ღვინოა წარმოდგენილი.
ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა როგორც უცხოელი, ასევე ქართველი საზოგადოებისთვის.
ფესტივალზე წარმოდგენილია მცირე და დიდი კომპანიების 300-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები. სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილია კულინარიული სივრცე – მოწვეული შეფებითა და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძებით.
ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა (მეღვინეები, მეწარმეები, შეფ-მზარეულები, კონდიტერები, რესტავრატორები და ა.შ.) უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
ყველა ახალი ამბავი
0