პიტერ სიიარტო: ევროკავშირი საჭიროებს გაფართოებას

© courtesy of David Zalkalianiპიტერ სიიარტო
პიტერ სიიარტო - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2023
გამოწერა
უნგრეთი სრულ მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ევროკავშირი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და საჭიროებს გაფართოებას ისეთი ქვეყნების ხარჯზე, როგორიცაა საქართველო, რომელიც „არაფრითაა უარესი“ უკრაინასა და მოლდოვაზე, რომლებსაც უკვე მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, დაწერა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში.

„ევროკავშირი ამჟამად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნებოდა გაფართოების პოლიტიკის გააქტიურება. ევროკავშირს სჭირდება ახალი იმპულსი, სიახლე და პოზიტიური ენერგია და ეს შეიძლება მოდიოდეს, პირველ რიგში, იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც სურთ გახდნენ ევროკავშირის წევრები. ქვეყნები, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან და სურთ მიაღწიონ ევროკავშირის განვითარების დონეს ან მიუახლოვდნენ მაინც მას. საქართველო ასეთი ქვეყნის ტიპური მაგალითია", – განაცხადა სიიარტომ.

მისი თქმით, საქართველო „უკრაინასა და მოლდოვაზე უარესი არ არის, ამიტომ ევროკავშირი უკიდურესად ფარისევლურად და ორპირულად იქცევა“, არ ანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს და თბილისს 12-პუნქტიანი სია წარუდგინა, მაშინ, როცა კიევსა და კიშინიოვს ასეთი დავალების შესრულება არ მოეთხოვებათ.
ყველა ახალი ამბავი
0