https://sputnik-georgia.com/20231013/mzis-dabneleba-14-oqtombers-283189668.html
მზის რკალისებრი დაბნელება - უნიკალური „მანათობელი რგოლი" და იდუმალი მოვლენა 14 ოქტომბერს
მზის რკალისებრი დაბნელება - უნიკალური „მანათობელი რგოლი" და იდუმალი მოვლენა 14 ოქტომბერს
Sputnik საქართველო
ამ დღეს კოსმოსის ძალები დედამიწის ენერგიებს გადაეჯაჭვება და ტრანსფორმაციებისა და შესაძლებლობების ნაკადს შექმნის. 13.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-13T19:10+0400
2023-10-13T19:10+0400
2023-10-13T22:17+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24733/66/247336630_0:63:1280:783_1920x0_80_0_0_a18ee1af66f459b0b53150d0b69027b8.jpg
14 ოქტომბერს 2023 წლის მზის ბოლო დაბნელება მოხდება. მზის დაბნელება თბილისის დროით 19:05 საათზე დაიწყება და 15 ოქტომბრის 00:55 საათზე დამთავრდება. მოსალოდნელია, რომ დაბნელების სრული ფაზა 5 წუთსა და 17 წამს გაგრძელდება. ეს პერიოდი გვპირდება პროგრესს, თვითშემეცნებასა და პიროვნულ განვითარებას. ეს მზის დაბნელება იქნება რკალისებრი, რადგანაც მთვარე მზის შუქს მთლიანად ვერ დაფარავს – დაფარავს მხოლოდ მის ცენტრს და მზე მანათობელ რკალს დაემსგავსება. 14 ოქტომბრის მზის დაბნელებით იხსნება დერეფანი. მას მოსდევს მთვარის დაბნელება 23 ოქტომბერს. დაბნელებების დერეფანი – ესაა მზისა და მთვარის უახლოეს დაბნელებებს შორის პერიოდი. ასეთი რამ დაახლოებით ნახევარ წელიწადში ერთხელ ხდება და ადამიანებისთვის არაერთი უსიამოვნება შეიძლება მოიტანოს.მზისა და მთვარის დაბნელება 6 თვეში ერთხელ ხდება ორკვირიანი სხვაობით. მზე, დედამიწა და მთვარე ამ მომენტებში ერთ ხაზზე ეწყობიან. თუ შუაში დედამიწა ხვდება, მაშინ მთვარის დაბნელებაა, ხოლო თუ მთვარე – მაშინ მზის დაბნელება ხდება.მზის დაბნელებას დაინახავენ აშშ-ის, ცენტრალური ამერიკის, კოლუმბიისა და ბრაზილიის მცხოვრებნი. დაბნელების დასაწყისს დაინახავენ წყნარი ოკეანის აკვატორიიდან და მის ბოლოს „მიუსწრებენ" კარიბის ზღვის აკვატორიაში.14 ოქტომბერი არის დღე, როდესაც მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ სიკეთე ვაკეთოთ, ვითანამშრომლოთ ადამიანებთან და მხარი დავუჭიროთ ახლობლებს. ესაა შინაგანი სიბრძნისა და ინტუიციის დრო. ამ დღეს საუკეთესო იქნება დროის ბუნებაში, განმარტოებით გატარება, მედიტაცია, რათა გაიხსნას შინაგანი პოტენციალი. პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>ასევე ესაა დრო ურთიერთობებში ჰარმონიისა და ბალანსის მოსაძებნად. მნიშვნელოვანია ყურადღებით ყოფნა საკუთარი და ახლობლების ემოციური საჭიროებებისადმი. თუმცა, არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღება. ასევე სიფრთხილეა საჭირო საიდუმლო ინფორმაციებთან დაკავშირებით. დერეფანი, რომელიც მზის დაბნელებით იწყება, რთული პერიოდი გახდება ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენლებისთვის. ამ მისტიკურ დროს საჭიროა საკუთარი თავის შეცნობაზე, შინაგანი ჰარმონიისა და ბალანსის მოპოვებაზე მუშაობა. კერძოდ, ვერძებს, კირჩხიბებს, სასწორებსა და თხის რქებს მზის დაბნელება შესანიშნავ შესაძლებლობას მოუტანს, რათა დაფიქრდნენ თავიანთ შინაგან განცდებზე და იპოვონ პასუხები წარსულში გაჩენილ კითხვებზე. კუროებს, ლომებს, მორიელებსა და მერწყულებს შეიძლება სურვილი გაუჩნდეთ, მოწყდნენ გარე სამყაროს და სულიერი სიმშვიდე ეძებონ. ტყუპების, ქალწულების, მშვილდოსნებისა და თევზებისთვის რეკომენდებულია სულიერი წონასწორობის ძებნა, ცხოვრებაზე ფიქრი. ამის შემდეგ ისინი შინაგან ძალას იგრძნობენ და მზად იქნებიან ნებისმიერი გამოცდისთვის.
https://sputnik-georgia.com/20221221/astrologia-sasisi-dreebi-2023-wels-273266376.html
https://sputnik-georgia.com/20230226/mfarveli-planeta-zodiaqos-nisnit-275243113.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24733/66/247336630_76:0:1204:846_1920x0_80_0_0_80d2d6a8b7d18555b94d76af25dc27c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
მზის რკალისებრი დაბნელება - უნიკალური „მანათობელი რგოლი" და იდუმალი მოვლენა 14 ოქტომბერს
19:10 13.10.2023 (განახლებულია: 22:17 13.10.2023) ამ დღეს კოსმოსის ძალები დედამიწის ენერგიებს გადაეჯაჭვება და ტრანსფორმაციებისა და შესაძლებლობების ნაკადს შექმნის.
14 ოქტომბერს 2023 წლის მზის ბოლო დაბნელება მოხდება. მზის დაბნელება თბილისის დროით 19:05 საათზე დაიწყება და 15 ოქტომბრის 00:55 საათზე დამთავრდება. მოსალოდნელია, რომ დაბნელების სრული ფაზა 5 წუთსა და 17 წამს გაგრძელდება. ეს პერიოდი გვპირდება პროგრესს, თვითშემეცნებასა და პიროვნულ განვითარებას.
ეს მზის დაბნელება იქნება რკალისებრი, რადგანაც მთვარე მზის შუქს მთლიანად ვერ დაფარავს – დაფარავს მხოლოდ მის ცენტრს და მზე მანათობელ რკალს დაემსგავსება.
14 ოქტომბრის მზის დაბნელებით იხსნება დერეფანი. მას მოსდევს მთვარის დაბნელება 23 ოქტომბერს. დაბნელებების დერეფანი – ესაა მზისა და მთვარის უახლოეს დაბნელებებს შორის პერიოდი. ასეთი რამ დაახლოებით ნახევარ წელიწადში ერთხელ ხდება და ადამიანებისთვის არაერთი უსიამოვნება შეიძლება მოიტანოს.
მზისა და მთვარის დაბნელება 6 თვეში ერთხელ ხდება ორკვირიანი სხვაობით. მზე, დედამიწა და მთვარე ამ მომენტებში ერთ ხაზზე ეწყობიან. თუ შუაში დედამიწა ხვდება, მაშინ მთვარის დაბნელებაა, ხოლო თუ მთვარე – მაშინ მზის დაბნელება ხდება.
მზის დაბნელებას დაინახავენ აშშ-ის, ცენტრალური ამერიკის, კოლუმბიისა და ბრაზილიის მცხოვრებნი. დაბნელების დასაწყისს დაინახავენ წყნარი ოკეანის აკვატორიიდან და მის ბოლოს „მიუსწრებენ" კარიბის ზღვის აკვატორიაში.
14 ოქტომბერი არის დღე, როდესაც მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ სიკეთე ვაკეთოთ, ვითანამშრომლოთ ადამიანებთან და მხარი დავუჭიროთ ახლობლებს. ესაა შინაგანი სიბრძნისა და ინტუიციის დრო.
ამ დღეს საუკეთესო იქნება დროის ბუნებაში, განმარტოებით გატარება, მედიტაცია, რათა გაიხსნას შინაგანი პოტენციალი.
ასევე ესაა დრო ურთიერთობებში ჰარმონიისა და ბალანსის მოსაძებნად. მნიშვნელოვანია ყურადღებით ყოფნა საკუთარი და ახლობლების ემოციური საჭიროებებისადმი. თუმცა, არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღება. ასევე სიფრთხილეა საჭირო საიდუმლო ინფორმაციებთან დაკავშირებით.
დერეფანი, რომელიც მზის დაბნელებით იწყება, რთული პერიოდი გახდება ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენლებისთვის. ამ მისტიკურ დროს საჭიროა საკუთარი თავის შეცნობაზე, შინაგანი ჰარმონიისა და ბალანსის მოპოვებაზე მუშაობა.
კერძოდ, ვერძებს, კირჩხიბებს, სასწორებსა და თხის რქებს მზის დაბნელება შესანიშნავ შესაძლებლობას მოუტანს, რათა დაფიქრდნენ თავიანთ შინაგან განცდებზე და იპოვონ პასუხები წარსულში გაჩენილ კითხვებზე.
კუროებს, ლომებს, მორიელებსა და მერწყულებს შეიძლება სურვილი გაუჩნდეთ, მოწყდნენ გარე სამყაროს და სულიერი სიმშვიდე ეძებონ.
ტყუპების, ქალწულების, მშვილდოსნებისა და თევზებისთვის რეკომენდებულია სულიერი წონასწორობის ძებნა, ცხოვრებაზე ფიქრი. ამის შემდეგ ისინი შინაგან ძალას იგრძნობენ და მზად იქნებიან ნებისმიერი გამოცდისთვის.