მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლოიდ ოსტინი: აშშ დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ისრაელს ყველაფერი აქვს, რაც სჭირდება

© AFP 2024 / PAUL J. RICHARDSლოიდ ოსტინი
ლოიდ ოსტინი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2023
გამოწერა
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. შეერთებული შტატები კვლავაც განაგრძობს ისრაელის მხარდაჭერასა და მისი სამხედრო ძალების მომარაგებას, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან ერთად პენტაგონის შეფმა ისრაელში აშშ-ის ჯარების გაგზავნაც არ გამორიცხა.
ჟურნალისტის შეკითხვას, გაგზავნის თუ არა ვაშინგტონი ჯარს ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე „ჰესბოლასთან“ საომრად, ოსტინმა უპასუხა:

„არ ვისპეკულირებ იმაზე, რა შეიძლება მოხდეს მომავალში. არ შეცდეთ, შეერთებული შტატები დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ისრაელს აქვს ყველაფერი, რაც მას თავდაცვისთვის სჭირდება“.

ოსტინის თქმით, პენტაგონმა უკვე გაგზავნა ისრაელში „საბრძოლო მასალა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები და „რკინის გუმბათისთვის“ საჭირო ჩამჭერი ბომბები.
გარდა ამისა, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები „კვლავაც განაგრძობენ ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა „ჰამასის“ ხელში ჩავარდნილი უდანაშაულო კაცების, ქალებისა და ბავშვების, მათ შორის, აშშ-ის მოქალაქეების გამოხსნაში დაეხმარონ“.
ლოიდ ოსტინს ასევე დაუსვეს შეკითხვა ღაზის სექტორში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეთა შორის ისრაელის ავიადარტყმებით გამოწვეულ შესაძლო მსხვერპლთან დაკავშირებით. ამაზე პენტაგონის შეფმა განაცხადა:
„მე ბევრი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ისრაელის ძალებთან და ჩემი გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი არიან პროფესიონალები, არიან დისციპლინირებული და ფოკუსირებულები არიან სწორ ნაბიჯებზე“.
მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ „ისრაელი მიაზანმიმართულად არასდროს ესვრის მშვიდობიან მოსახლეობას“, და რომ ცაჰალმა სწორედ იმიტომ მოუწოდა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილის მოსახლეობას სამხრეთში ევაკუაციისკენ, რომ „მათთვის ზიანის მიყენება არ სურს“.
წყარო: Times of Israel
ყველა ახალი ამბავი
0