GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

© courtesy of Georgian Water and Power (GWP)
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2023
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 13 ოქტომბრის 11:00 საათიდან 14 ოქტომბრის 10:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, GWP 13 ოქტომბერს სამგორის რაიონში ლილოს წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში – ლილოს დასახლების I, II მიკრორაიონებს, I კვარტალს, II კვარტლის N1-8 და IV-V კვარტლებს, სტურუას, აფხაზავას, ნამორაძის, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), მეკოკიშვილის, კუპრაძის, ხვედელიანის, იგოეთის, გრიგორაშვილის, ბარდაველის, დავითაშვილის, შანშიაშვილის, თვალჭრელიძის, რუსთაველის, დავითაშვილის, ახვლედიანისა და მიმდებარე ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის ნაწილს, სოფელ დიდ ლილოს.
ორხევის, თეთრიხევის, აეროპორტის, ქვემო ალექსეევკის, ვარკეთილის მეურნეობის, სადგური ლილოს, ლოჭინის მიმდებარე დასახლებებს. სოფელ გამარჯვების ნაწილს, წინუბანს, ნასაგურს და ვაზიანის სამხედრო დასახლებას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0