მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა: ბირჟის მონაცემები

© Depositphotos.com / stetsko
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2023
გამოწერა
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. ევროპაში გაზის საბირჟო ფასმა ათას კუბომეტრზე 600 დოლარს გადააჭარბა, რაც 10 მარტის შემდეგ პირველად მოხდა, ნათქვამია ლონდონის ბირჟა ICE-ს მონაცემებში.
ნიდერლანდში მდებარე ევროპის უდიდესი ჰაბის, TTF-ის ინდექსით, ნოემბრის (უახლოესი) ფიუჩერსებზე ვაჭრობა ათას კუბომეტრზე 556,1 დოლარით დაიწყო, თუმცა დილისთვის ფასმა 610,2 დოლარს მიაღწია.
მანამდე, ხუთშაბათს კოტირებები 15%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 580 აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან ევროპაში გაზის ფასებმა ზრდა სამშაბათს დაიწყო − მას შემდეგ, რაც მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინეთის მთავრობა საგანგებო პრესკონფერენციას გეგმავდა გაზსადენ Balticconnector-ზე გაჟონვასთან დაკავშირებით. ბუნებრივ აირზე ფასებმა მაშინ 14%-ით მოიმატა და ათას კუბურ მეტრზე 540 დოლარს გადააჭარბა.
ფინურმა ოპერატორმა Gasgrid Finland-მა მანამდე განაცხადა, რომ კვირა ღამით ფინეთსა და ესტონეთს შორის არსებული წყალქვეშა გაზსადენი წნევის უჩვეულო ვარდნის შემდეგ გადაიკეტა, რაც შეიძლება გაჟონვაზე მიუთითებდეს. მოგვიანებით კომპანიამ საზღვაო გაზსადენის დაზიანების თაობაზე განაცხადა. ესტონურმა ენერგოკომპანია Elering-მა არ გამორიცხა, რომ Balticconnector განზრახ იყოს დაზიანებული.
Balticconnector − გაზსადენი ფინეთის ყურის ფსკერზე, დაახლოებით 80 კილომეტრის სიგრძისა. აკავშირებს ფინეთის ინკოოსა და ესტონეთის პალდისკის. ორივე ქვეყანას აქვს საკომპრესორო სადგურები და სახმელეთო გაზტრანსპორტირების მარშრუტები, რომლებიც გაზსადენს სატრანსპორტო ქსელთან აკავშირებს. Balticconnector 2019 წლის დეკემბერში ამოქმედდა.
ყველა ახალი ამბავი
0