https://sputnik-georgia.com/20231013/csto-samxedro-wvrtnebi-yirgizetsi-283238798.html
ყირგიზეთში CSTO-ს წვრთნების აქტიური ფაზა დასრულდა
ყირგიზეთში CSTO-ს წვრთნების აქტიური ფაზა დასრულდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. ყირგიზეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წევრი ქვეყნების წვრთნების აქტიური ეტაპი გაიმართა... 13.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-13T11:28+0400
2023-10-13T11:28+0400
2023-10-13T16:18+0400
სამხედრო წვრთნები
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ყირგიზეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0d/283238627_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_3a346b7425069706994ca5661ebc4013.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. ყირგიზეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წევრი ქვეყნების წვრთნების აქტიური ეტაპი გაიმართა, განუცხადეს ჟურნალისტებს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში.მისი თქმით, წვრთნებისას ცენტრალური აზიის კოლექტიური უსაფრთხოების რეგიონში CSTO-ს სამშვიდობო ძალების მიერ სამშვიდობო ოპერაციის მომზადებისა და წარმართვის საკითხები დამუშავდა.როგორც მან განმარტა, წვრთნებზე დამუშავდა რამდენიმე ტაქტიკური ეპიზოდი: სატრანსპორტო ავიაციით სამხედრო კონტინგენტების გადასროლა დანიშნულების ადგილზე, კოლონების ფორმირება და ავტომობილებითა და ჯავშანსატანკო ტექნიკით ლაშქრობა, მოძრაობის მარშრუტის დაზვერვა, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების განაღმვა, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ბლოკირება და განადგურება, მნიშვნელოვანი სამთავრობო და სამხედრო ობიექტების დაცვის დავალებების შესრულება და სხვ.უწყების პრეს-სამსახურის ცნობით, წვრთნებში მონაწილეობა მიიღეს სამშვიდობო ძალების ეროვნულმა კონტინგენტებმა ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან და ტაჯიკეთიდან. მათმა საერთო რაოდენობამ დაახლოებით 1500 სამხედრო მოსამსახურე და 200-ზე მეტი ერთეული საავიაციო, ჯავშანსატანკო და საავტომობილო ტექნიკა შეადგინა. წვრთნებში ასევე ჩართული იყო სამხედრო სატრანსპორტო, გამანადგურებელი და საარმიო ავიაცია, საზღვაო ხომალდები და უპილოტო საფრენი აპარატები.
ყირგიზეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0d/283238627_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_8a7b86aafc2c2ed9e04bc664593d8d69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სამხედრო წვრთნები, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ყირგიზეთი
სამხედრო წვრთნები, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ყირგიზეთი
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. ყირგიზეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წევრი ქვეყნების წვრთნების აქტიური ეტაპი გაიმართა, განუცხადეს ჟურნალისტებს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში.
„2023 წლის 13 ოქტომბერს ყირგიზეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო-საწვრთნელ ცენტრ „ედელვაისში“ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალებთან ერთობლივი წვრთნების „ურღვევი ძმობა 2023“-ის აქტიური ეტაპი გაიმართა“, − აღნიშნა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, წვრთნებისას ცენტრალური აზიის კოლექტიური უსაფრთხოების რეგიონში CSTO-ს სამშვიდობო ძალების მიერ სამშვიდობო ოპერაციის მომზადებისა და წარმართვის საკითხები დამუშავდა.
როგორც მან განმარტა, წვრთნებზე დამუშავდა რამდენიმე ტაქტიკური ეპიზოდი: სატრანსპორტო ავიაციით სამხედრო კონტინგენტების გადასროლა დანიშნულების ადგილზე, კოლონების ფორმირება და ავტომობილებითა და ჯავშანსატანკო ტექნიკით ლაშქრობა, მოძრაობის მარშრუტის დაზვერვა, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების განაღმვა, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ბლოკირება და განადგურება, მნიშვნელოვანი სამთავრობო და სამხედრო ობიექტების დაცვის დავალებების შესრულება და სხვ.
უწყების პრეს-სამსახურის ცნობით, წვრთნებში მონაწილეობა მიიღეს სამშვიდობო ძალების ეროვნულმა კონტინგენტებმა ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან და ტაჯიკეთიდან. მათმა საერთო რაოდენობამ დაახლოებით 1500 სამხედრო მოსამსახურე და 200-ზე მეტი ერთეული საავიაციო, ჯავშანსატანკო და საავტომობილო ტექნიკა შეადგინა. წვრთნებში ასევე ჩართული იყო სამხედრო სატრანსპორტო, გამანადგურებელი და საარმიო ავიაცია, საზღვაო ხომალდები და უპილოტო საფრენი აპარატები.