https://sputnik-georgia.com/20231013/amerikuli-aviamzidi-pusanis-porsi-sevida-283240707.html
„უძლიერესი და უსწრაფესი დარტყმა“: ფხენიანი აშშ-ს ავიამზიდზე თავდასხმით დაემუქრა
„უძლიერესი და უსწრაფესი დარტყმა“: ფხენიანი აშშ-ს ავიამზიდზე თავდასხმით დაემუქრა
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. ჩრდილოეთ კორეა ნახევარკუნძულზე განლაგებულ ამერიკულ სტარატეგიულ ობიექტებზე „უძლიერესი და უსწრაფესი“ დარტყმით იმუქრება პუსანის... 13.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-13T13:11+0400
2023-10-13T13:11+0400
2023-10-13T17:03+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
აშშ
ჩრდილოეთი კორეა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275515599_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_c12893af4b6d9d0606ed3f5509a1ecea.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. ჩრდილოეთ კორეა ნახევარკუნძულზე განლაგებულ ამერიკულ სტარატეგიულ ობიექტებზე „უძლიერესი და უსწრაფესი“ დარტყმით იმუქრება პუსანის პორტში ამერიკული ავიამზიდი USS Ronald Reagan-ის გამოჩენის საპასუხოდ, იუწყება Yonhap.გამოცემის ცნობით, ატომურმა ავიამზიდმა USS Ronald Reagan-მა პუსანის პორტში ღუზა ხუთშაბათს ჩაუშვა (პირველად 2022 წლის სექტემბრის შემდეგ) ფხენიანისთვის „სამხედრო ძალის ჩვენების მიზნით“.ჩრდილოეთ კორეამ ვაშინგტონის ამ ნაბიჯს ღია სამხედრო პროვოკაცია უწოდა და გააფრთხილა აშშ, რომ მისი „სტრატეგიული აქტივები უკიდურესად საშიშ წყლებში შევიდნენ“.როგორც ფხენიანი აცხადებს, ქვეყნის სამხედრო დოქტრინა, რომელიც გასულ წელს მიიღეს, საშუალებას აძლევს ჩრდილოეთ კორეას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ მასზე ბირთვული თავდასხმა გარდაუვალია.წყარო: Yonhap
აშშ
ჩრდილოეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275515599_340:0:3071:2048_1920x0_80_0_0_da2dad2b25c8effe386ba817dba7b1bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , ჩრდილოეთი კორეა, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , ჩრდილოეთი კორეა, პოლიტიკა
„უძლიერესი და უსწრაფესი დარტყმა“: ფხენიანი აშშ-ს ავიამზიდზე თავდასხმით დაემუქრა
13:11 13.10.2023 (განახლებულია: 17:03 13.10.2023) თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. ჩრდილოეთ კორეა ნახევარკუნძულზე განლაგებულ ამერიკულ სტარატეგიულ ობიექტებზე „უძლიერესი და უსწრაფესი“ დარტყმით იმუქრება პუსანის პორტში ამერიკული ავიამზიდი USS Ronald Reagan-ის გამოჩენის საპასუხოდ, იუწყება Yonhap.
გამოცემის ცნობით, ატომურმა ავიამზიდმა USS Ronald Reagan-მა პუსანის პორტში ღუზა ხუთშაბათს ჩაუშვა (პირველად 2022 წლის სექტემბრის შემდეგ) ფხენიანისთვის „სამხედრო ძალის ჩვენების მიზნით“.
ჩრდილოეთ კორეამ ვაშინგტონის ამ ნაბიჯს ღია სამხედრო პროვოკაცია უწოდა და გააფრთხილა აშშ, რომ მისი „სტრატეგიული აქტივები უკიდურესად საშიშ წყლებში შევიდნენ“.
„ჩრდილოეთ კორეის უძლიერესი და დაუყოვნებელი პირველი დარტყმა აშშ-ის „გაფართოებული შეკავების“ საშუალებებს მიადგება, რომლებსაც აშშ თავისი მიმდევრებისთვის ჰალუცინოგენებად იყენებს, ასევე ბოროტების ბაზებს კორეის ნახევარკუნძულსა და მის შემოგარენში“, − ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ფხენიანი აცხადებს, ქვეყნის სამხედრო დოქტრინა, რომელიც გასულ წელს მიიღეს, საშუალებას აძლევს ჩრდილოეთ კორეას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ მასზე ბირთვული თავდასხმა გარდაუვალია.