https://sputnik-georgia.com/20231013/283245583.html
ლოიდ ოსტინი ნეთანიაჰუსა და გალანტს შეხვდა: ვიდეო
ლოიდ ოსტინი ნეთანიაჰუსა და გალანტს შეხვდა: ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. პალესტინური ტერორისტული მოძრაობა „ჰამასი“ იმაზე მეტად უარესია, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო“ იყო, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის... 13.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-13T16:19+0400
2023-10-13T16:19+0400
2023-10-13T20:01+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ისრაელი-ჰამასის ომი
პოლიტიკა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/08/251108929_221:401:3148:2047_1920x0_80_0_0_67c4e1e7f04eb9e7caa836d8c168d914.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. პალესტინური ტერორისტული მოძრაობა „ჰამასი“ იმაზე მეტად უარესია, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო“ იყო, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ისრაელში ვიზიტისას.ოსტინი ისრაელში დღეს ჩაფრინდა და უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამენ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს. შეხვედრის დაწყებამდე პენტაგონის შეფმა ჟურნალისტების თანდასწრებით უთხრა ბენიამინ ნათანიაჰუს, რომ შეერთებული შტატები ისრაელის გვერდითაა და მხარს უჭერს მას.როგორც ამერიკელი მაღალჩინოსნის თანმხლებ დელეგაციაში აცხადებენ, ლოიდ ოსტინის თელ-ავივში ჩასვლა ისრაელის ხალხისადმი ამერიკის ურყევ მხარდაჭერას აჩვენებს და ამასთან ხაზს უსვამს აშშ-ის მზადყოფნას, უზრუნველყოს ისრაელი თავდაცვისთვის საჭირო ყველა აუცილებელი საშუალებით.როგორც პენტაგონის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, შეერთებულმა შტატებმა უკვე გადასცა ისრაელს მცირე რადიუსის ბომბები, ასევე თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათისთვის“ საჭირო ჩამჭერი რაკეტები. მისი თქმით, დახმარების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. იარაღის ახალ პარტიას ისრაელში დღეს ელოდებიან.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/08/251108929_552:300:2881:2047_1920x0_80_0_0_f7a465611eb2bcaf6eb366923df76699.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, პოლიტიკა, აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ისრაელი-ჰამასის ომი, პოლიტიკა, აშშ
ლოიდ ოსტინი ნეთანიაჰუსა და გალანტს შეხვდა: ვიდეო
16:19 13.10.2023 (განახლებულია: 20:01 13.10.2023) თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. პალესტინური ტერორისტული მოძრაობა „ჰამასი“ იმაზე მეტად უარესია, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო“ იყო, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ისრაელში ვიზიტისას.
ოსტინი ისრაელში დღეს ჩაფრინდა და უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამენ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს. შეხვედრის დაწყებამდე პენტაგონის შეფმა ჟურნალისტების თანდასწრებით უთხრა ბენიამინ ნათანიაჰუს, რომ შეერთებული შტატები ისრაელის გვერდითაა და მხარს უჭერს მას.
„ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, ბატონო პრემიერო, და როგორც პრეზიდენტმა [ჯო ბაიდენმა] თქვა, მხარს დაგიჭერთ. <...> მე ის ვარ, ვინც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო და ბევრი ვიცი მასზე. რაც „ჰამასმა“ გააკეთა, იმაზე უარესია, ვიდრე „ისლამური სახელმწიფოს“ შემთხვევაში მინახავს“, − აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.
როგორც ამერიკელი მაღალჩინოსნის თანმხლებ დელეგაციაში აცხადებენ, ლოიდ ოსტინის თელ-ავივში ჩასვლა ისრაელის ხალხისადმი ამერიკის ურყევ მხარდაჭერას აჩვენებს და ამასთან ხაზს უსვამს აშშ-ის მზადყოფნას, უზრუნველყოს ისრაელი თავდაცვისთვის საჭირო ყველა აუცილებელი საშუალებით.
როგორც პენტაგონის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, შეერთებულმა შტატებმა უკვე გადასცა ისრაელს მცირე რადიუსის ბომბები, ასევე თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათისთვის“ საჭირო ჩამჭერი რაკეტები. მისი თქმით, დახმარების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. იარაღის ახალ პარტიას ისრაელში დღეს ელოდებიან.