https://sputnik-georgia.com/20231012/unhrc-rusetis-marcxi-arcevnebsi-283214241.html
„უპრეცედენტო ზეწოლა“: რუსეთი UNHRC-ის არჩევნებში დამარცხებაში აშშ-ს ადანაშაულებს
„უპრეცედენტო ზეწოლა“: რუსეთი UNHRC-ის არჩევნებში დამარცხებაში აშშ-ს ადანაშაულებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 ოქტომბერი − Sputnik. იმ ფაქტში, რომ რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში (UNHRC) ვერ დაბრუნდა, აშშ და მისი მოკავშირეები არიან დამნაშავე... 12.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-12T14:29+0400
2023-10-12T14:29+0400
2023-10-12T17:20+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
გაერო
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/260025388_0:148:3117:1901_1920x0_80_0_0_24efaadbffea79084ee9bd0676cf1ae0.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი − Sputnik. იმ ფაქტში, რომ რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში (UNHRC) ვერ დაბრუნდა, აშშ და მისი მოკავშირეები არიან დამნაშავე, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.რუსეთის საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონის, ლონდონის, ბრიუსელისა და მათი მოკავშირეების მიერ წამოწყებულმა „არაკეთილსინდისიერმა ანტირუსულმა კამპანიამ, რა დროსაც გაეროს წევრ ქვეყნებზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა“, შედეგი გამოიღო.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში (2024-2026 წლებისთვის) არ აირჩიეს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფიდან ორი ადგილისთვის სამი ქვეყანა იყრიდა კენჭს: ალბანეთი, ბულგარეთი და რუსეთი. აქედან ალბანეთმა 123 ხმა მიიღო, ბულგარეთმა − 160, რუსეთმა კი ყველაზე ნაკლები − 83 ხმა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/260025388_193:0:2924:2048_1920x0_80_0_0_5a19ba10356ee49fd11282cf052bd4eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, გაერო, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო , პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, გაერო, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო , პოლიტიკა
თბილისი, 12 ოქტომბერი − Sputnik. იმ ფაქტში, რომ რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში (UNHRC) ვერ დაბრუნდა, აშშ და მისი მოკავშირეები არიან დამნაშავე, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ
განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყებაში მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონის, ლონდონის, ბრიუსელისა და მათი მოკავშირეების მიერ წამოწყებულმა „არაკეთილსინდისიერმა ანტირუსულმა კამპანიამ, რა დროსაც გაეროს წევრ ქვეყნებზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა“, შედეგი გამოიღო.
„ხშირად ადგილი ჰქონდა აშკარა ეკონომიკურ და პოლიტიკურ შანტაჟს, რათა რუსეთის UNHRC-ში დაბრუნება აეცილებინთ თავიდან. კერძოდ, ამ მიზნით დასავლური ბანაკის ქვეყნები არა მარტო კულუარულ პროპაგანდას აწარმოებდნენ დელეგაციებს შორის, არამედ გაეროს უშიშროების საბჭოს პლატფორმაც გამოიყენეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგიტაციისთვის“, − ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში (2024-2026 წლებისთვის) არ აირჩიეს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფიდან ორი ადგილისთვის სამი ქვეყანა იყრიდა კენჭს: ალბანეთი, ბულგარეთი და რუსეთი. აქედან ალბანეთმა 123 ხმა მიიღო, ბულგარეთმა − 160, რუსეთმა კი ყველაზე ნაკლები − 83 ხმა.