GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

© press-service of Georgian Water and Power
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2023
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 12 ოქტომბრის 24:00 საათიდან 13 ოქტომბრის 06:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, GWP 12 ოქტომბერს მიცკევიჩის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ასრულებს და ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით შეიცვალა 400 მეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 10 საკვანძო ჭა მოეწყო, ასევე 4 სახანძრო ჰიდრანტი დამონტაჟდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში – ყაზბეგის გამზირის N14-16, მიცკევიჩის, ბურძგლას, ტანძიის, ტაშკენტის, ჯანო ბაგრატიონის, ცაგარლის და საირმის ქუჩებს; საირმის გორას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0