გავწმინდოთ სახლი უარყოფითი აურისგან - მარტივი და ეფექტური რჩევები

CC BY 2.0 / pHotosHo0x / auraადამიანის ენერგეტიკა
ადამიანის ენერგეტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2023
გამოწერა
თავს საკუთარ ბინაში შეიძლება ცუდად იმიტომ გრძნობთ, რომ თქვენს საცხოვრებელში ნეგატიური აურა დაგროვდა და სახლს სასწრაფოს ესაჭიროება გაწმენდა.
დაფიქრდით, გქონიათ თუ არა შეგრძნება სახლში შესვლის შემდეგ, რომ თავს არ განებებთ უმიზეზო შფოთვის შეგრძნება, ან არ გყოფნით ჰაერი, გტკივათ თავი ან მუცელი? ბევრს ეუფლება მელანქოლიური განწყობა და დაღლილობას გრძნობს. ცუდად ყოფნის ეს შეგრძნება ქრება მაშინვე, როგორც კი სახლიდან გადიხართ.
იმის გასაგებად, არის თუ არა თქვენი სახლი უარყოფითი აურით დაბინძურებული, რამდენიმე ცდა შეგიძლიათ ჩაატაროთ.
როგორ შევამოწმოთ სახლის აურა
ძმარი, წყალი და სუფრის მარილი
დაგჭირდებათ ბროლის ფუჟერი, ორი სუფრის კოვზი მარილი და რამდენიმე წვეთი ძმარი. ჭიქაში ჩაყარეთ მარილი, შემდეგ ფრთხილად დააწვეთეთ ძმარი ჭიქის ნაპირებზე, შემდეგ დაასხით წყალი. ჭიქა დატოვეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
დროის გასვლის შემდეგ შეამოწმეთ და გააანალიზეთ: თუ სითხის ზედაპირი ბუშტუკებით არის სავსე ან ობი გაუჩნდა, ე.ი. სახლი ნეგატიური ენერგიით არის სავსე.
ადამიანის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2020
ადამიანის ბიოველზე ძალადობა: გათვალვა, ჯადო, წყევლა – გავლენის ძალა, თავდაცვის ხერხები
მიხაკები
აიღეთ 10 ცალი მიხაკი - ხუთი წითელი და ხუთი - თეთრი. თუ პირველად თეთრი მიხაკი ჩამოჭკნა, ეს ნიშნავს, რომ ბინაში ბევრი დადებითი ენერგიაა, თუ წითელი - უარყოფითი. საუკეთესო ვარიანტია, თუ ყვავილები ერთდროულად დაჭკნება – ეს სახლში ენერგეტიკული ბალანსის მიმანიშნებელია. აურის გაწმენდა ამავე ყვავილებით შეიძლება. უბრალოდ, გადაყარეთ წითელი მიხაკები და დატოვეთ მხოლოდ თეთრი, ოღონდ გამოუცვალეთ წყალი. თეთრი მიხაკი დადებით ფლუიდებს იზიდავს და შენობას ნეგატიური აურისგან წმენდს.
სანთელი
საჭიროა მხოლოდ ერთი სანთელი. აანთეთ ის და დააკვირდით, როგორ იწვის. თანაბარი წვა მიანიშნებს, რომ სახლი სევდით, დარდით, ტყუილითა და სხვა უსიამოვნო ემოციებითაა სავსე. ფორმის ცვლა და სანთლის მალე ჩაწვა მოწმობს, რომ ბინაში კარგი აურაა.
ნივთები, რომლებიც წარმატებას იზიდავს: რა დატვირთვა აქვს წითელ კარს, ჭიამაიასა თუ სპილოს>>
როგორ გავათავისუფლოთ ბინა ნეგატიური ენერგიისგან
დასუფთავება
რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ნეგატიური ენერგიისგან გასასუფთავებლად, პირველ რიგში, სახლი უნდა დაალაგოთ. როდესაც სახლს აშორებთ მტვერს, ჭუჭყს, მას ცუდი ენერგეტიკისგანაც წმენდთ. ეფექტის გასაძლიერებლად საფუძვლიანი დალაგება და ავეჯის გადაადგილებაც კარგი მეთოდია, ამასთან, სასურველია ამ დროს გონებაში იფიქროთ "ახლა მოვიშორებთ ნეგატიურ აურას".
არეული ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2023
გადაყარეთ უსარგებლო ნივთები - გათავისუფლდით ნეგატივისგან
უსარგებლო ნივთების გადაყრა
მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი. ნივთები ენერგეტიკას ინახავს, ხოლო ძველი ნივთები სახლში ახალი, ცინცხალი ენერგეტიკის შემოსვლას აბრკოლებს. უსარგებლო, დამტვრეული, ძველი ნივთების დაგროვება, თუნდაც ეს ნივთები თქვენთვის ძვირფასი იყოს, ენერგიის უძრაობას იწვევს, ეს კი თქვენს ცხოვრებაზე აისახება: რუტინა, სიხარულის განცდის გაქრობა, ძალების არქონა, სევდა, ნაღველი. როდესაც ამ ნივთებს მოიშორებთ, გონებაში იმ უარყოფით მომენტებზე იფიქრეთ, რომლებისგანაც გათავისუფლება გინდათ.
ზღვის მარილი
მოათავსეთ მარილი რამდენიმე პატარა თასში (ნებისმიერ ჭურჭელში) და ისინი საძინებელ ოთახში განათავსეთ. არ დამალოთ ზღვის მარილი კარადაში, კომოდის უჯრებში ან დახურულ თაროებზე – მას ღია, მოძრავი ჰაერი სჭირდება. გამოცვალეთ მარილი ყოველ 60 დღეში ერთხელ.
რა საიდუმლოს ინახავს სარკე>>
მსხვილი ზღვის მარილი დაყარეთ შემოსასვლელში დაფენილ ნოხზე, გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ მტვერსასრუტით აიღეთ. მტვერსასრუტი აუცილებლად დაცალეთ, გაასუფთავეთ ნარჩენებისგან.
აიღეთ თასში ან სათლში წყალი, ჩაყარეთ 5-6 სუფრის კოვზი ზღვის მარილი და ამ წყლით მთელი სახლის იატაკი მოწმინდეთ.
სახლის ენერგეტიკის გაწმენდის გარდა, ზღვის მარილი ასევე კარგად წმენდს ადამიანის აურას და ის სასარგებლოა რელაქს-პროცედურებისთვის. შეგიძლიათ მიიღოთ აბაზანა ზღვის მარილით.
ყველა ახალი ამბავი
0