https://sputnik-georgia.com/20231012/chxaidze-velodebit-gripis-semtxvevebis-matebas-283211144.html
ჩხაიძე: ველოდებით გრიპის შემთხვევების მატებას
ჩხაიძე: ველოდებით გრიპის შემთხვევების მატებას
Sputnik საქართველო
ჯანმოს რეკომენდაციების თანახმად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია გრიპის ვირუსის აქტიური ტრანსმისიის დაწყებამდე. 12.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-12T12:44+0400
2023-10-12T12:44+0400
2023-10-12T16:33+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251849_0:120:3068:1847_1920x0_80_0_0_c14664f50f8f34c7fe9dac80b59de594.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე რისკის ჯგუფის წარმომადგენლებს მოუწოდებს, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინონ და უფასო ვაქცინაციით ისარგებლონ.ჩხაიძის განცხადებით, მიმდინარე სეზონზე, ოქტომბერში გრიპის ვირუსი უკვე დაფიქსირდა და მოსალოდნელია გრიპის შემთხვევების მატება.მისი განმარტებით, როგორც ჩანს, კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებით შეიცვალა გრიპის ვირუსის სეზონურობაც. კერძოდ, 2019 წლამდე შემთხვევების მატება შეინიშნებოდა გვიანი შემოდგომა-ზამთრიდან გაზაფხულამდე პერიოდში, 2022 წელს კი შემთხვევების მატება ზაფხულშიც კი დაფიქსირდა.„ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი იქნება რისკ-ჯგუფებში შემავალი პირების ვაქცინაცია. როდესაც სეზონურ ვირუსებზე ვსაუბრობთ, ჩვენი მხრიდან აქცენტი კეთდება გრიპზე, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მძიმედ მიმდინარე, გართულებების რისკის მქონე ვირუსს. ყოველ წელს ფიქსირდება გრიპით გარდაცვალების მაჩვენებელი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.აძლიერებს თუ არა საბავშვო ბაღი ბავშვის იმუნიტეტს - ივანე ჩხაიძის პასუხი>>>ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ ნიდერლანდური კომპანია Abbott Biologicals B.V.-ს წარმოების 200 ათასი დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში.გარკვეული გამონაკლისების გარდა, სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაციის გაკეთება ნებაყოფლობითია.გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდება რისკ-ჯგუფებში შემავალ კატეგორიებს: დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ-ინფექცია/შიდსის მქონე პირები, ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.ასევე სხვა პრიორიტეტული ჯგუფებია: ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ჯანდაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები.საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251849_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_e97d19725a3158d6db201096ad30d4b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ჩხაიძე: ველოდებით გრიპის შემთხვევების მატებას
12:44 12.10.2023 (განახლებულია: 16:33 12.10.2023) ჯანმოს რეკომენდაციების თანახმად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია გრიპის ვირუსის აქტიური ტრანსმისიის დაწყებამდე.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე რისკის ჯგუფის წარმომადგენლებს მოუწოდებს, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინონ და უფასო ვაქცინაციით ისარგებლონ.
ჩხაიძის განცხადებით, მიმდინარე სეზონზე, ოქტომბერში გრიპის ვირუსი უკვე დაფიქსირდა და მოსალოდნელია გრიპის შემთხვევების მატება.
„როგორც წესი, ოქტომბერში გრიპის შემთხვევები ძალიან იშვიათად გვხვდება. მისი მატება უფრო ნოემბრიდან არის მოსალოდნელი. მაგრამ წელს ლუგარის ეროვნულმა ლაბორატორიამ უკვე დააფიქსირა გრიპის ვირუსის ორივე, როგორც A, ისე B ტიპი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
მისი განმარტებით, როგორც ჩანს, კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებით შეიცვალა გრიპის ვირუსის სეზონურობაც. კერძოდ, 2019 წლამდე შემთხვევების მატება შეინიშნებოდა გვიანი შემოდგომა-ზამთრიდან გაზაფხულამდე პერიოდში, 2022 წელს კი შემთხვევების მატება ზაფხულშიც კი დაფიქსირდა.
„ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი იქნება რისკ-ჯგუფებში შემავალი პირების ვაქცინაცია. როდესაც სეზონურ ვირუსებზე ვსაუბრობთ, ჩვენი მხრიდან აქცენტი კეთდება გრიპზე, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მძიმედ მიმდინარე, გართულებების რისკის მქონე ვირუსს. ყოველ წელს ფიქსირდება გრიპით გარდაცვალების მაჩვენებელი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ ნიდერლანდური კომპანია Abbott Biologicals B.V.-ს წარმოების 200 ათასი დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში.
გარკვეული გამონაკლისების გარდა, სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაციის გაკეთება ნებაყოფლობითია.
გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდება რისკ-ჯგუფებში შემავალ კატეგორიებს: დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი), აივ-ინფექცია/შიდსის მქონე პირები, ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.
ასევე სხვა პრიორიტეტული ჯგუფებია: ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; ორსულები; 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ჯანდაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები.
საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.