საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა

© AP Photo / Andrew Harnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2023
გამოწერა
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) საქართველოს მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის 6%-დან 6,2%-მდე გაზარდა, ნათქვამია საფინანსო ინსტიტუტის ოქტომბრის მიმოხილვაში.
გარდა ამისა, სავალუტო ფონდი 2024 წლისთვის საქართველოს მშპ-ის ზრდას 4,8%-ის დონეზე პროგნოზირებს.
პროგნოზის თანახმად, მოსალოდნელია, რომ საქართველოში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი მიმდინარე წელს 2,4%-მდე, მომავალ წელს კი 2,7%-მდე გაიზრდება.
სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2023 წელს უმუშევრობა 18,4%-ს შეადგენს, 2024 წელს კი 18,6% იქნება.
სხვა პროგნოზები
საქართველოს მთავრობამ სექტემბრის მეორე ნახევარში ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5%-დან 6,5%-მდე გაზარდა.
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა>>>
აგვისტოში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2023 წელს 5-დან 6%-მდე გაზარდა.
ეს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის უკვე მეორე გადახედვაა. 11 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წელს მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 2022 წელთან შედარებით 5%-მდე გაზარდა. თავდაპირველად ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი პროგნოზირებდა, რომ საქართველოს მშპ 4%-ით გაიზრდებოდა.
გარდა ამისა, ოქტომბრის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4,4%-დან 5,9%-მდე გაზარდა. აზიის განვითარების ბანკი ვარაუდობს, რომ 2023 წელს საქართველოში ეკონომიკა 6%-მდე გაიზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0