საბავშვო ბაღებში მშობლები საკვების მომზადების პროცესზე დაკვირვებას შეძლებენ

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2023
გამოწერა
საბავშვო ბაღებს პერიოდულად სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ამოწმებენ.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის სახელმწიფო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვების მომზადების პროცესზე დაკვირვებას შეძლებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის გოგი ჩიქოვანის ინფორმაციით, დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღში წლის ბოლომდე დამონტაჟდება მონიტორები. შესაბამისად, მშობლები შეძლებენ ლაივ-რეჟიმში ადევნონ თვალი სამზარეულოში ბავშვებისთვის საჭმლის მომზადების პროცესს.

თბილისში ბევრი მშობელი უფრო მეტად ენდობა სახელმწიფო საბავშვო ბაღებს, რადგან მუდმივად მოწმდება კვების პროდუქტები. მთლიანობაში, საბავშვო ბაღებში კვების პროდუქტების კონტროლი და შემოწმება მუდმივი და პერმანენტული პროცესია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები საბავშვო ბაღებს პერიოდულად ამოწმებენ. ევროსტანდარტების შესაბამისად, საბავშვო ბაღებში აღარ იყენებენ ალუმინისგან დამზადებულ ინვენტარს. პერსონალმა უნდა დაიცვას ჰიგიენა, შეინახოს პროდუქტები ისე, რომ არ დაარღვიოს ტემპერატურული რეჟიმი, დეზინფექცია ჩაუტაროს შენობას.
სურსათის ეროვნული სააგენტო პერსონალისთვის პერიოდულად ატარებს ტრენინგებს თემაზე „ხუთი გასაღების პრინციპი", რომელიც სამზარეულოში მომუშავე პერსონალის ჰიგიენის აუცილებელ ნორმებს ეხება.
ყველა ახალი ამბავი
0