https://sputnik-georgia.com/20231011/rusetma-erovnul-umciresobata-dacvis-konvenciis-moqmedeba-sewyvita-283188202.html
რუსეთმა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის კონვენციის მოქმედება შეწყვიტა
რუსეთმა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის კონვენციის მოქმედება შეწყვიტა
თბილისი, 11 ოქტომბერი − Sputnik. რუსეთის ფედერაციის საბჭომ პლენარულ სხდომაზე ევროსაბჭოს ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენციის დენონსაცია დაამტკიცა... 11.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-11T14:17+0400
2023-10-11T14:17+0400
2023-10-11T20:03+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
პოლიტიკა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23178/25/231782545_931:356:2438:1204_1920x0_80_0_0_0b0623a0d4bf45188fe394dcc6d8e7a7.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი − Sputnik. რუსეთის ფედერაციის საბჭომ პლენარულ სხდომაზე ევროსაბჭოს ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენციის დენონსაცია დაამტკიცა, იუწყება სააგენტო რია ნოვოსტი.როგორც ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის დასკვნაშია ხაზგასმული, იმის გამო, რომ რუსეთის კანონმდებლობაში ეროვნული უმცირესობების, მათ შორის ძირძველი ხალხების უფლებების დამდგენი ნორმები და აგრეთვე მათი მხარდამჭერი პროგრამები არსებობს, რუსეთის მიერ ამ კონვენციის მოქმედების შეწყვეტა არ გამოიწვევს ეროვნული უმცირესობების უფლებების კონსტიტუციური გარანტიების შემცირებას.დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ მანამდე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2022 წლის 23 მარტის რეზოლუციით, რუსეთი ევროსაბჭოს არაწევრი ქვეყნებისთვის ღია არაერთი დოკუმენტიდან, ასევე ევროსაბჭოში შემავალი ორგანიზაციებიდან გაირიცხა, ზოგიერთ მათგანში კი უფლებები მნიშვნელოვნად შეეზღუდა. კიდევ ერთი რეზოლუციით, ასევე მნიშვნელოვნად შეიზღუდა რუსი ექსპერტის უფლებამოსილება საკონსულტაციო კომიტეტში, რომელიც ჩარჩო კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მხრიდან ვალდებულებების შესრულებას აკვირდება ეროვნული უმცირესობების დაცვის სფეროში.გარდა ამისა, დასკვნიდან ირკვევა, რომ რუსეთმა ამ სამონიტორინგო მექანიზმის ფარგლებში დაკარგა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს მისთვის საინტერესო საკითხებზე გადაწყვეტილების შემუშავებაში და საერთაშორისო დონეზე დააკვირდეს ეროვნული უმცირესობების უფლებების დარღვევის შემთხვევებს, პირველ რიგში, საზღვარგარეთ მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობისა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23178/25/231782545_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_58a94640ab01b7a9af369e6d1615809a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, პოლიტიკა
თბილისი, 11 ოქტომბერი − Sputnik. რუსეთის ფედერაციის საბჭომ პლენარულ სხდომაზე ევროსაბჭოს ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენციის
დენონსაცია დაამტკიცა, იუწყება სააგენტო
რია ნოვოსტი. როგორც ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის დასკვნაშია ხაზგასმული, იმის გამო, რომ რუსეთის კანონმდებლობაში ეროვნული უმცირესობების, მათ შორის ძირძველი ხალხების უფლებების დამდგენი ნორმები და აგრეთვე მათი მხარდამჭერი პროგრამები არსებობს, რუსეთის მიერ ამ კონვენციის მოქმედების შეწყვეტა არ გამოიწვევს ეროვნული უმცირესობების უფლებების კონსტიტუციური გარანტიების შემცირებას.
დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ მანამდე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2022 წლის 23 მარტის რეზოლუციით, რუსეთი ევროსაბჭოს არაწევრი ქვეყნებისთვის ღია არაერთი დოკუმენტიდან, ასევე ევროსაბჭოში შემავალი ორგანიზაციებიდან გაირიცხა, ზოგიერთ მათგანში კი უფლებები მნიშვნელოვნად შეეზღუდა. კიდევ ერთი რეზოლუციით, ასევე მნიშვნელოვნად შეიზღუდა რუსი ექსპერტის უფლებამოსილება საკონსულტაციო კომიტეტში, რომელიც ჩარჩო კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მხრიდან ვალდებულებების შესრულებას აკვირდება ეროვნული უმცირესობების დაცვის სფეროში.
გარდა ამისა, დასკვნიდან ირკვევა, რომ რუსეთმა ამ სამონიტორინგო მექანიზმის ფარგლებში დაკარგა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს მისთვის საინტერესო საკითხებზე გადაწყვეტილების შემუშავებაში და საერთაშორისო დონეზე დააკვირდეს ეროვნული უმცირესობების უფლებების დარღვევის შემთხვევებს, პირველ რიგში, საზღვარგარეთ მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობისა.