https://sputnik-georgia.com/20231011/axalgazrduli-safexburto-nakrebi-evro-2025-emzadeba-283197023.html
ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
Sputnik საქართველო
ორი ტურის შემდეგ ქართული გუნდი ექვსი ქულით მეორე ადგილზეა. 11.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-11T17:03+0400
2023-10-11T17:03+0400
2023-10-11T20:47+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/02/279174022_0:364:1772:1361_1920x0_80_0_0_ecad62130318158e03af44678d7fd125.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში (U-21) 12 და 17 ოქტომბერს ბათუმის სტადიონზე ევრო 2025-ის კვალიფიკაციის ფარგლებში ნიდერლანდისა და შვედეთის წინააღმდეგ ორ მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ნაკრები С ჯგუფში ნიდერლანდის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მოლდოვის, გიბრალტარისა და შვედეთის გუნდებთან ერთად თამაშობს. ორი ტურის შემდეგ ქართულ გუნდს ექვსი ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს. ცხრილის სათავეში ნიდერლანდია, რომელსაც გატანილი და მიღებული გოლების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. გაგნიძემ ტრავმის გამო დაახლოებით სამი კვირა ვერ ითამაშა და ვარჯიში მხოლოდ რამდენიმე დღის წინ განაახლა. ორ გამართულ საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს ნაკრებმა გაიტანა სამი გოლი, ხოლო საკუთარ კარში არცერთი ბურთი არ გაუშვია. ბოლო ევროზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისტორიაში პირველად კონტინენტის პირველობაზე პლეი-ოფში გავიდა. ახალგაზრდული ევრო 2025 სლოვაკეთში ჩატარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/02/279174022_79:357:1422:1364_1920x0_80_0_0_0e6494441cd6a8dd10e0e596f38c8a4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
17:03 11.10.2023 (განახლებულია: 20:47 11.10.2023) ორი ტურის შემდეგ ქართული გუნდი ექვსი ქულით მეორე ადგილზეა.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში (U-21) 12 და 17 ოქტომბერს ბათუმის სტადიონზე ევრო 2025-ის კვალიფიკაციის ფარგლებში ნიდერლანდისა და შვედეთის წინააღმდეგ ორ მატჩს ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრები С ჯგუფში ნიდერლანდის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მოლდოვის, გიბრალტარისა და შვედეთის გუნდებთან ერთად თამაშობს. ორი ტურის შემდეგ ქართულ გუნდს ექვსი ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს. ცხრილის სათავეში ნიდერლანდია, რომელსაც გატანილი და მიღებული გოლების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.
„რა თქმა უნდა, ნიდერლანდის ნაკრები სერიოზული მეტოქეა და რთული მატჩი იქნება. მათ ყველა ასაკში ძლიერი გუნდი ჰყავთ. ვფიქრობ, რომ ფიზიკურად მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ", – განაცხადა ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ.
გაგნიძემ ტრავმის გამო დაახლოებით სამი კვირა ვერ ითამაშა და ვარჯიში მხოლოდ რამდენიმე დღის წინ განაახლა.
ორ გამართულ საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს ნაკრებმა გაიტანა სამი გოლი, ხოლო საკუთარ კარში არცერთი ბურთი არ გაუშვია. ბოლო ევროზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისტორიაში პირველად კონტინენტის პირველობაზე პლეი-ოფში გავიდა.
ახალგაზრდული ევრო 2025 სლოვაკეთში ჩატარდება.