რომელი პროფესიების წარმომადგენლები მუშაობენ ზეგანაკვეთური რეჟიმით - სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2023
გამოწერა
ეკონომიკის 16 დარგიდან 10-ის წარმომადგენლები რეგულარულად მუშაობენ კვირაში 40 საათზე მეტს.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ყველაზე მეტად საქართველოში 2022 წელს დადგენილზე მეტ დროს მუშაობდნენ სასტუმროსა და რესტორნების დარგის წარმომადგენლები – კვირაში 49,5 საათს, ანუ ზეგანაკვეთურია 9,5 სთ, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მასალებში.
სტატისტიკის სამსახური ყოველწლიურად ატარებს გამოკითხვას, თუ რამდენს საათს მუშაობენ ამა თუ იმ დარგში დასაქმებულები, ვინ მუშაობს დადგენილ 40 საათზე მეტს და ვინ – ნაკლებს.
ეკონომიკის 16 დარგიდან 10-ის წარმომადგენლები რეგულარულად მუშაობენ კვირაში 40 საათზე მეტს. სტატისტიკის მიხედვით, ასეთ დარგებს განეკუთვნება სარემონტო სფერო – 48,1 საათი კვირაში, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფერო – 48,2 სთ.
თუ ზეგანაკვეთურად მუშაობთ...იცოდეთ თქვენი უფლებები>>
ზეგანაკვეთურად მომუშავეთა შორის ლიდერობს ისეთი სფეროები, როგორიცაა:
სასტუმრო და რესტორანი – 49,5 სთ კვირაში, ზეგანაკვეთური – 9,5 სთ;
ტრანსპორტი და დასაწყობება – 48,2 სთ კვირაში, ზეგანაკვეთური – 8,2 სთ;
რემონტი – 48,1 სთ კვირაში, ზეგანაკვეთური – 8,1 სთ;
მშენებლობა – 47,9 სთ კვირაში, ზეგანაკვეთური – 7,9 სთ.
განაკვეთურზე ნაკლებს, ანუ კვირაში 40 საათამდე მუშაობენ ხელოვნებისა და გართობის სფეროების წარმომადგენლები – კვირაში 39,3 სთ, ასევე მეცნიერების წარმომადგენლები – 38,8 სთ და ასევე ისინი, ვინც დაკავებულია თევზისა და ტყის მეურნეობებში – 34,4 სთ.
სულ საქართველოში 2023 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულია 1.327 ათასი ადამიანი, უმუშევარია 266,9 ათასი.
ყველა ახალი ამბავი
0