https://sputnik-georgia.com/20231010/patimarma-tavi-moikla-mxilebulia-penitenciuri-dawesebulebis-inspeqtori-283164401.html
ციხეში პატიმარმა თავი მოიკლა - მხილებულია პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორი
ციხეში პატიმარმა თავი მოიკლა - მხილებულია პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორი
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. 10.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-10T17:28+0400
2023-10-10T17:28+0400
2023-10-10T21:13+0400
შემთხვევები საქართველოში
სპეციალური საგამოძიებო სამსახური 
საქართველო
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24359/34/243593464_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_7824b373acfca434f83965dcfcfe641a.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სამსახურებრივი გულგრილობისთვის დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორი ამხილეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2023 წლის 1 აგვისტოს №10 პენიტენციურ დაწესებულებაში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პატიმარმა სააბაზანოში შეტანილი ზონრის გამოყენებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოიკითხა 35 პირი, სამსახურმა დაათვალიერა №10 პენიტენციური დაწესებულება და შემთხვევის ადგილი, საიდანაც ნივთიერი მტკიცებულებები ამოიღეს, ჩატარდა კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, მიკრონაწილაკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები, ასევე შესწავლილ იქნა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. ქართული ციხეების შესახებ - ახალი სტატისტიკა>>პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი გულგრილობისთვის წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით. მას ორიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2023
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   შემთხვევები საქართველოში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , საქართველო, ახალი ამბები, საზოგადოება
ციხეში პატიმარმა თავი მოიკლა - მხილებულია პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორი
17:28 10.10.2023  (განახლებულია: 21:13 10.10.2023) უწყების ცნობით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სამსახურებრივი გულგრილობისთვის დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორი ამხილეს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 
როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2023 წლის 1 აგვისტოს №10 პენიტენციურ დაწესებულებაში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პატიმარმა სააბაზანოში შეტანილი ზონრის გამოყენებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 
„ინსპექტორ-კონტროლიორმა, რომელსაც პატიმრის სათანადო მეთვალყურეობა ევალებოდა, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ გადაამოწმა საკნის სააბაზანო ოთახში მყოფი მსჯავრდებული", – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების 
ცნობით, საქმეზე გამოიკითხა 35 პირი, სამსახურმა დაათვალიერა №10 პენიტენციური დაწესებულება და შემთხვევის ადგილი, საიდანაც ნივთიერი მტკიცებულებები ამოიღეს, ჩატარდა კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, მიკრონაწილაკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები, ასევე შესწავლილ იქნა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. 
პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი გულგრილობისთვის წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით. მას ორიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.