https://sputnik-georgia.com/20231010/marijanis-quchaze-dausrulebeli-obieqtis-demontaji-chatardeba-283156593.html
კალაძე: მარიჯანის ქუჩაზე „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ ობიექტს დემონტაჟი ჩაუტარდება
კალაძე: მარიჯანის ქუჩაზე „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ ობიექტს დემონტაჟი ჩაუტარდება
Sputnik საქართველო
სინოპტიკოსების პროგნოზით, 10 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 10.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-10T13:44+0400
2023-10-10T13:44+0400
2023-10-10T17:40+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1f/269050216_0:0:3284:1847_1920x0_80_0_0_6cd0bbe938ecbbc1af61a64ad0cfdb73.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. შენობას, რომლის კედელიც გუშინ ძლიერი ქარის შედეგად ჩამოინგრა, დემონტაჟი ჩაუტარდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ძლიერმა ქარმა თბილისში სერიოზული პრობლემები შექმნა – მოგლიჯა ხეები, ჩამოანგრია კედელი, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. მარიჯანის ქუჩაზე კედელი ჩამოინგრა, რის გამოც რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა. გუშინ ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ვაკესა და საბურთალოს რაიონებში. მერის თქმით, დაფიქსირდა ხეების მოგლეჯის ფაქტები, რის გამოც კონკრეტულ ქუჩებზე დროებით შეიზღუდა ტრანსპორტის გადაადგილება, დაზიანდა ავტომობილები. ამ დროისათვის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. მერიაში მოქმედებს „ცხელი ხაზი": 272-22-22.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1f/269050216_483:0:3214:2048_1920x0_80_0_0_cc561ce8d2179f2b07aa283db43e955c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, შემთხვევები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, შემთხვევები
კალაძე: მარიჯანის ქუჩაზე „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელ ობიექტს დემონტაჟი ჩაუტარდება
13:44 10.10.2023 (განახლებულია: 17:40 10.10.2023) სინოპტიკოსების პროგნოზით, 10 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. შენობას, რომლის კედელიც გუშინ ძლიერი ქარის შედეგად ჩამოინგრა, დემონტაჟი ჩაუტარდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ძლიერმა ქარმა თბილისში სერიოზული პრობლემები შექმნა – მოგლიჯა ხეები, ჩამოანგრია კედელი, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. მარიჯანის ქუჩაზე კედელი ჩამოინგრა, რის გამოც რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა.
„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ეს იყო მშენებარე ობიექტი. სინამდვილეში ეს არის კომპანია „ცენტრ პოინტის" ობიექტი, სადაც მრავალი წლის წინ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ მშენებლობა არ დასრულებულა და იქ მოსახლეობა არასდროს შესახლებულა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაწყებულია. უნდა მოხდეს შენობის დემონტაჟი", – განაცხადა კალაძემ.
გუშინ ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ვაკესა და საბურთალოს რაიონებში. მერის თქმით, დაფიქსირდა ხეების მოგლეჯის ფაქტები, რის გამოც კონკრეტულ ქუჩებზე დროებით შეიზღუდა ტრანსპორტის გადაადგილება, დაზიანდა ავტომობილები.
ამ დროისათვის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მერიაში მოქმედებს „ცხელი ხაზი": 272-22-22.