https://sputnik-georgia.com/20231010/levan-wulazem-marjanisvilis-teatri-datova-283173468.html
ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრი დატოვა
ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრი დატოვა
Sputnik საქართველო
რეჟისორი მარჯანიშვილის თეატრში 18 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. 10.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-10T20:44+0400
2023-10-10T20:44+0400
2023-10-10T22:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24470/38/244703872_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_554e9ccbefc24ff9e2b7471719cf19e2.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. რეჟისორმა ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, ლევან წულაძემ სამინისტროს თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს მიმართა.ლევან წულაძის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება დღეს, 10 ოქტომბერს გამოიცა.ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლევან წულაძემ ახალი, დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე დააარსა, სახელწოდებით - „თეატრი სახელოსნო 42“.ლევან წულაძე თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად უფლებამოსილების ახალი, ოთხწლიანი ვადით 2022 წლის 6 მარტიდან დაინიშნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24470/38/244703872_123:0:1943:1365_1920x0_80_0_0_631137a24cefad2431e7ef67db27b255.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრი დატოვა
20:44 10.10.2023 (განახლებულია: 22:52 10.10.2023) რეჟისორი მარჯანიშვილის თეატრში 18 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა.
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. რეჟისორმა ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ლევან წულაძემ სამინისტროს თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს მიმართა.
ლევან წულაძის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება დღეს, 10 ოქტომბერს გამოიცა.
„მან მარჯანიშვილის თეატრს 18 წლის განმავლობაში უხელმძღვანელა და არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია როგორც ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ. კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ლევან წულაძეს მრავალწლიანი აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისთვის და კვლავაც დიდ წარმატებებს უსურვებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლევან წულაძემ ახალი, დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე დააარსა, სახელწოდებით - „თეატრი სახელოსნო 42“.
ლევან წულაძე თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად უფლებამოსილების ახალი, ოთხწლიანი ვადით 2022 წლის 6 მარტიდან დაინიშნა.