https://sputnik-georgia.com/20231010/gripis-sawinaagmdego-vaqcinacia-oqtpmbris-meore-naxevridan-daiwyeba-283154679.html
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება
ჯანმოს რეკომენდაციების თანახმად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია გრიპის ვირუსის აქტიური ტრანსმისიის დაწყებამდე. 10.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-10T12:45+0400
2023-10-10T12:45+0400
2023-10-10T17:13+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1b/263930329_0:223:2850:1826_1920x0_80_0_0_d6aee9fe57f5484aff146ae86979af9e.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ ნიდერლანდური კომპანია Abbott Biologicals B.V.-ს წარმოების 200 ათასი დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. აღნიშნული ვაქცინა ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. 2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: ვაქცინა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ხელმისაწვდომი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში. გარკვეული გამონაკლისების გარდა, სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაციის გაკეთება ნებაყოფლობითია.როგორ დავიცვათ თავი გრიპის ვირუსისგან - ექიმის რჩევები>>>გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1b/263930329_60:0:2791:2048_1920x0_80_0_0_c9ea89bccf771f953d27093efad7a3d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება
12:45 10.10.2023 (განახლებულია: 17:13 10.10.2023) ჯანმოს რეკომენდაციების თანახმად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია გრიპის ვირუსის აქტიური ტრანსმისიის დაწყებამდე.
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ ნიდერლანდური კომპანია Abbott Biologicals B.V.-ს წარმოების 200 ათასი დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა. აღნიშნული ვაქცინა ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ ჩაუტარდება რისკ-ჯგუფებს, მათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვს", – აღნიშნულია განცხადებაში.
2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა:
დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ-ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.
ვაქცინა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ხელმისაწვდომი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში.
გარკვეული გამონაკლისების გარდა, სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინაციის გაკეთება ნებაყოფლობითია.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
საქართველოში ყველაზე ხშირად გრიპის B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე გვხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.