ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა: მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია მანქანები

© photo: Sputnik / Stringerწაქცეული ხეები
წაქცეული ხეები - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2023
გამოწერა
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ძლიერი ქარის შედეგად საბურთალოს რაიონში, მარიჯანის ქუჩაზე დაუმთავრებელი მშენებარე კორპუსიდან კედელი მოწყდა და ნანგრევები იქვე გაჩერებულ მანქანებს დაეცა. დაზიანებულია სულ მცირე 8 მანქანა. ფოტოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
მინდელის ქუჩაზე ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც იქვე მდგომ მანქანას დაეცა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და მაშველები არიან მობილიზებული.
ქარმა ასევე პრობლემები შექმნა ვაჟა-ფშაველას, პოლიტკოვსკაიას და ზაქარიაძის ქუჩებზეც.
ქინძმარაულის ქუჩაზე ძლიერი ქარის გამო განათების ბოძი წაიქცა და გაზის მილს დაეცა.
მოგლეჯილია რამდენიმე ხე და დაზიანებულია მანქანები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე-მაშველებმა აღნიშნული ტერიტორიები უკვე გაასუფთავეს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.
ყველა ახალი ამბავი
0