https://sputnik-georgia.com/20231009/saqartvelo-da-iaponia-informaciisa-da-komunikaciebis-sferosi-itanamsromleben-283146292.html
საქართველო და იაპონია ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში ითანამშრომლებენ
საქართველო და იაპონია ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში ითანამშრომლებენ
Sputnik საქართველო
საქართველოში ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული ჰაბის ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია, განაცხადა მინისტრის მოადგილემ 09.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-09T21:47+0400
2023-10-09T21:47+0400
2023-10-10T02:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
იაპონია
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/09/283143565_0:136:1255:843_1920x0_80_0_0_36538ae5a7b6d5acdc604a1db169863a.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. იაპონიის ქალაქ კიოტოში საქართველოსა და იაპონიას შორის გლობალური ინტერნეტ მმართველობის ფორუმის (IGF) ფარგლებში „საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.დოკუმენტს ხელი მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა მოაწერა, რომელიც იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. გლობალური ინტერნეტ მმართველობის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები. ფორუმი ორიენტირებულია ინტერნეტის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე.მისი თქმით, საქართველოში ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული ჰაბის ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია.„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქსელების უსაფრთხოების გაუმჯობესებას, მონაცემთა ცენტრებისა და შესაბამისი საშუალებების და ზოგადად, ICT ინდუსტრიის განვითარებას, აგრეთვე აღნიშნულ სფეროში ინვესტიციების მოზიდვას, გამოგონებებისა და კვლევების, ტექნიკური ინოვაციების განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს,“ - განაცხადა მან.საქართველოს გარდაქმნა რეგიონის „ციფრულ ჰაბად“ ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანაა მომდევნო ათი წლის განმავლობაში. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ფართოზოლოვანი ქსელის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს უნდა ჰქონდეს ინტერნეტი წამში მინიმუმ 100 მეგაბიტი სიჩქარით, წარმოებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში - 1 გიგაბიტი წამში. ამავდროულად, ღია ფართოზოლოვანი ქსელი გაჩნდება სამიზნე ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ინტერნეტი.მთავრობამ ციფრული ეკონომიკის განვითარების საკითხები განიხილა >>ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტით 100%-ით არის უზრუნველყოფილი თბილისი, ბათუმი და სტეფანწმინდისა და ბორჯომის რაიონები. 13 რაიონში მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 35%-ს აქვს ინტერნეტი, ხოლო დანარჩენ რაიონებში ინტერნეტიზაციის დონე 50%-დან 70%-მდე მერყეობს.საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. იაპონია საქართველოს დახმარებას უწევს ეკონომიკის, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სექტორების განვითარებაში.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/09/283143565_86:115:1148:912_1920x0_80_0_0_c67f2d1a3483c3ab7164a8b5ed02d127.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, იაპონია , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები, საქართველო, იაპონია , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველო და იაპონია ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში ითანამშრომლებენ
21:47 09.10.2023 (განახლებულია: 02:23 10.10.2023) საქართველოში ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული ჰაბის ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. იაპონიის ქალაქ კიოტოში საქართველოსა და იაპონიას შორის გლობალური ინტერნეტ მმართველობის ფორუმის (IGF) ფარგლებში „საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროში“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
დოკუმენტს ხელი მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა მოაწერა, რომელიც იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. გლობალური ინტერნეტ მმართველობის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები. ფორუმი ორიენტირებულია ინტერნეტის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე.
„იაპონია მდგრადი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის და მობილური ქსელების განვითარების მხრივ, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. ამდენად, მასთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით, ხელს შეუწყობს საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვა - განვითარებას“, - განაცხადა გურამიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული ჰაბის ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქსელების უსაფრთხოების გაუმჯობესებას, მონაცემთა ცენტრებისა და შესაბამისი საშუალებების და ზოგადად, ICT ინდუსტრიის განვითარებას, აგრეთვე აღნიშნულ სფეროში ინვესტიციების მოზიდვას, გამოგონებებისა და კვლევების, ტექნიკური ინოვაციების განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს,“ - განაცხადა მან.
საქართველოს გარდაქმნა რეგიონის „ციფრულ ჰაბად“ ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანაა მომდევნო ათი წლის განმავლობაში. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ფართოზოლოვანი ქსელის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს უნდა ჰქონდეს ინტერნეტი წამში მინიმუმ 100 მეგაბიტი სიჩქარით, წარმოებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში - 1 გიგაბიტი წამში. ამავდროულად, ღია ფართოზოლოვანი ქსელი გაჩნდება სამიზნე ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ინტერნეტი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტით 100%-ით არის უზრუნველყოფილი თბილისი, ბათუმი და სტეფანწმინდისა და ბორჯომის რაიონები. 13 რაიონში მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 35%-ს აქვს ინტერნეტი, ხოლო დანარჩენ რაიონებში ინტერნეტიზაციის დონე 50%-დან 70%-მდე მერყეობს.
საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. იაპონია საქართველოს დახმარებას უწევს ეკონომიკის, ენერგეტიკის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სექტორების განვითარებაში.