https://sputnik-georgia.com/20231009/raribasvilma-alievis-saqartvelosi-viziti-seajama-283123879.html
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტი შეაჯამა
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტი შეაჯამა
Sputnik საქართველო
ქვეყნები ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში პოტენციურ ერთობლივ პროექტებს საზღვრავენ. 09.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-09T12:13+0400
2023-10-09T12:13+0400
2023-10-31T13:14+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
პოლიტიკა
კავკასია
აზერბაიჯანი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/260016038_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_bd6ef743cbe44059cb5579d3c925f024.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებული არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი"). აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს სამუშაო ვიზიტით კვირას, 8 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტის დროს გაიმართა ალიევისა და საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მან კიდევ ერთხელ დაუდასტურა ილჰამ ალიევს საქართველოს მხარდაჭერა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით. საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში. საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობის გარანტიაა - ალიევი>>აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებს, როგორებიცაა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, გაზსადენი TANAP, ბაქო–ჯეიჰანის და ბაქო–სუფსის ნავთობსადენები. დღეს აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 980 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის რვა თვის მონაცემებს 15,3%-ით აღემატება.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/260016038_190:168:1103:853_1920x0_80_0_0_81acbafe50dfb847d7021c5e80e07070.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, პოლიტიკა, კავკასია, აზერბაიჯანი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, პოლიტიკა, კავკასია, აზერბაიჯანი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ილჰამ ალიევის ვიზიტი შეაჯამა
12:13 09.10.2023 (განახლებულია: 13:14 31.10.2023) ქვეყნები ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში პოტენციურ ერთობლივ პროექტებს საზღვრავენ.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებული არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი").
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს სამუშაო ვიზიტით კვირას, 8 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტის დროს გაიმართა ალიევისა და საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებული არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე. ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ ვახდენთ პოტენციური ერთობლივი პროექტების გამოვლენას ვაჭრობის, ენერგეტიკის, მდგრადი და ინფრასტრუქტურული განვითარების სფეროებში", – დაწერა ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მან კიდევ ერთხელ დაუდასტურა ილჰამ ალიევს საქართველოს მხარდაჭერა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.
აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებს, როგორებიცაა ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, გაზსადენი TANAP, ბაქო–ჯეიჰანის და ბაქო–სუფსის ნავთობსადენები.
დღეს აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 980 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის რვა თვის მონაცემებს 15,3%-ით აღემატება.