კახეთში იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვია 9 წლის ბიჭს მოხვდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2023
გამოწერა
მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვიით 9 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და ის თანატოლს თვალის არეში მოხვდა.
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ბავშვი მიღებული დაზიანებით ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მისი მძიმე მდგომარეობის გამო კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
წყარო - ტელეკომპანია „პირველი“.
ყველა ახალი ამბავი
0