ბარსელონაში „თბილისობა" აღნიშნეს

© photo: Sputnik / Stringerღვინის ფესტივალი თბილისში
ღვინის ფესტივალი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2023
გამოწერა
ღონისძიების სტუმრებს ქართული სამზარეულოს გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ბარსელონაში საქართველოს დედაქალაქისადმი მიძღვნილი დღესასწაული „თბილისობა" აღნიშნეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს რეგიონების ინსტალაციები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, ხელოვნებასა და ფოლკლორს.
ღონისძიება ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს, ასევე ბარსელონის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
წელს დედაქალაქში „თბილისობა" 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს გაიმართა სამ ადგილზე – რიყის პარკში, აბანოთუბანში და ორბელიანის მოედანზე.
ყველა ახალი ამბავი
0