მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ ახლო აღმოსავლეთში გამანადგურებლების გადასროლას გეგმავს

  - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 9 ოქტომბერი − Sputnik. შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში 20-25 ამერიკული გამანადგურებლის განთავსებას გეგმავს რეგიონში ამერიკული ძალების პოზიციის გასაძლიერებლად და ირანის შესაკავებლად, იუწყება CNN ანონიმ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

„აშშ ახლო აღმოსავლეთში უფრო მეტ გამანადგურებელს გაგზავნის რეგიონში ამერიკული ძალების გაძლიერების გეგმის ფარგლებში... ეს ნაბიჯი მოიცავს გამანადგურებელ F-35-ებისა და F-15-ების განთავსებას“, − ნათქვამია ინფორმაციაში.

როდის ჩავა გამანადგურებლები რეგიონში, ტელეარხისთვის უცნობია.
როგორც CNN-ის წყარო აკონკრეტებს, აშშ-ის მიზანია – შეაკავოს ირანის „ნებისმიერი აგრესია“ და არ დაუშვას საომარი მოქმედებების ისრაელის საზღვრებს მიღმა გავრცელება.
მანამდე პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე აშშ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ავიამზიდ „ჯერალდ ფორდის“ გაგზავნას და რეგიონში საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერებას გეგმავს.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის“ მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
ამის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა.
ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში 430-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და 2.000-ზე მეტი დაჭრილი, ხოლო ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. პალესტინელების ცნობით, მათ 130 ისრაელელი ჰყავთ მძევლად აყვანილი.
პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი მრავალი ათწლეულია რეგიონში დაძაბულობისა და სამხედრო შეჯახებების წყაროა. გაერომ 1947 წლის 29 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია პალესტინის ტერიტორიაზე ორი სახელმწიფოს − ისრაელისა და პალესტინის შექმნის თაობაზე. თუმცა 1948 წლის 14 მაისს, არაბული სამყაროს დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მხოლოდ ისრაელის დამოუკიდებელი სახელმწიფო გამოცხადდა.
რაც შეეხება პალესტინას, ის სახელმწიფოდ 1988 წლის 15 ნოემბერს გამოცხადდა ალჟირში პალესტინის ეროვნული საბჭოს რიგგარეშე სესიაზე. 1993 წლის 13 სექტემბერს კი ოსლოში ხელი მოეწერა ისრაელსა და პალესტინას შორის შეთანხმებას პალესტინის დროებითი თვითმმართველი ორგანოს (PNA) შექმნის შესახებ.
2019 წლის მონაცემებით, პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გაეროს 193 წევრიდან 138 სახელმწიფოს აქვს აღიარებული. ქვეყნებს, რომლებიც არ ცნობენ პალესტინის დამოუკიდებლობას, მიაჩნიათ, რომ ამ სახელმწიფოს შექმნის საკითხი მხოლოდ ისრაელსა და პალესტინის დროებით მმართველ ორგანოს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შედეგად უნდა გადაწყდეს.
ყველა ახალი ამბავი
0