https://sputnik-georgia.com/20231008/ziudo-saqartvelos-nakrebma-portugaliasi-msoflio-cempionatze-pirveli-oqto-moipova-283076873.html
ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქრო მოიპოვა
ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქრო მოიპოვა
Sputnik საქართველო
ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი პორტუგალიის ქალაქ ოდიველაშში 4-8 ოქტომბერს იმართება. 08.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-08T10:32+0400
2023-10-08T10:32+0400
2023-10-08T10:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283069145_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_e58e9d53114bee26ba160265af4158c4.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე (+100) პორტუგალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი პორტუგალიის ქალაქ ოდიველაშში 4-8 ოქტომბერს იმართება.ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში თურქი სპორტსმენი თათაროღლუ დაამარცხა. გურეშიძემ ლამაზი გდებით ჯერ ვაზარი დაიმსახურა, შემდეგ კი შეტევაზე გადასული მეტოქე შებოჭა და გამარჯვებაც მოიპოვა.მანამდე ვერცხლის მედალი საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ლოლაძემ (81 კგ) მოუტანა.პორტუგალიაში გამართულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირად ჩათვლაში ვაჟთა შორის მესამე ადგილი დაიკავა. კვირას, ტურნირის ბოლო დღეს, გაიმართება გუნდური შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შერეული გუნდები.საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე:ჭაბუკები: კაკო ჩაფურიშვილი – 60 კგ, თენგო ზირაქაშვილი – 66 კგ, გიორგი ტერაშვილი – 73 კგ, ლუკა ბაბუციძე – 81 კგ, ალექსანდრე ლოლაძე, თამაზ კობერიძე – 90 კგ, გიორგი ბადუაშვილი – 100 კგ, შალვა გურეშიძე – +100.გოგონები: მარიამ ფოცხვერაშვილი და ჯულიეტა როდონაია - 48 კგ, ელენე წიკლაური - 52 კგ, ნინო წიკლაური, ნინო ლოლაძე - 57 კგ, ეთერ ასკილაშვილი - 63 კგ, ნინო გულბანი - 70 კგ, ნინო პაპიძე - +78 კგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/07/283069145_0:0:2021:1516_1920x0_80_0_0_11b7a83a439f6d3c53b7347a303ea1ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქრო მოიპოვა
ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი პორტუგალიის ქალაქ ოდიველაშში 4-8 ოქტომბერს იმართება.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე (+100) პორტუგალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი პორტუგალიის ქალაქ ოდიველაშში 4-8 ოქტომბერს იმართება.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში თურქი სპორტსმენი თათაროღლუ დაამარცხა. გურეშიძემ ლამაზი გდებით ჯერ ვაზარი დაიმსახურა, შემდეგ კი შეტევაზე გადასული მეტოქე შებოჭა და გამარჯვებაც მოიპოვა.
მანამდე ვერცხლის მედალი საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ლოლაძემ (81 კგ) მოუტანა.
პორტუგალიაში გამართულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირად ჩათვლაში ვაჟთა შორის მესამე ადგილი დაიკავა. კვირას, ტურნირის ბოლო დღეს, გაიმართება გუნდური შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შერეული გუნდები.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე:
ჭაბუკები: კაკო ჩაფურიშვილი – 60 კგ, თენგო ზირაქაშვილი – 66 კგ, გიორგი ტერაშვილი – 73 კგ, ლუკა ბაბუციძე – 81 კგ, ალექსანდრე ლოლაძე, თამაზ კობერიძე – 90 კგ, გიორგი ბადუაშვილი – 100 კგ, შალვა გურეშიძე – +100.
გოგონები: მარიამ ფოცხვერაშვილი და ჯულიეტა როდონაია - 48 კგ, ელენე წიკლაური - 52 კგ, ნინო წიკლაური, ნინო ლოლაძე - 57 კგ, ეთერ ასკილაშვილი - 63 კგ, ნინო გულბანი - 70 კგ, ნინო პაპიძე - +78 კგ.