https://sputnik-georgia.com/20231008/levan-maisasvili-borjralosnebma-msoflio-tasze-dasaxul-mizans-ver-miarwies-283118241.html
ლევან მაისაშვილი: ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე დასახულ მიზნებს ვერ მიაღწიეს
ლევან მაისაშვილი: ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე დასახულ მიზნებს ვერ მიაღწიეს
Sputnik საქართველო
ტურნირის დაწყებამდე მიზნად ორი თამაშის მოგება დავისახეთ, რაც ვერ მივაღწიეთ, განაცხადა მაისაშვილმა 08.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-08T21:36+0400
2023-10-08T21:36+0400
2023-10-09T01:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/01/282825800_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_ae0b3951e514d878491f5a956773004b.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ვერ მიაღწია იმ მიზანს, რომელიც გუნდმა საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დაისახა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბორჯღალოსნების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განუცხადა.საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. ბორჯღალოსნებმა ბოლო მატჩი უელსთან წააგეს – 43:19. მანამდე იყო წაგება ავსტრალიასთან - 15:35, ასევე ფიჯისთან - 12:17. პორტუგალიასთან მატჩი ფრედ – 18:18 დასრულდა.მწვრთნელის თქმით, უელსის წინააღმდეგ მატჩის პირველ ტაიმში ბორჯღალოსნებმა მეტოქეს უპირატესობის მოპოვების საშუალება მისცეს. მეორე ტაიმში შეცდომები მეტ-ნაკლებად გამოასწორეს.„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ“, - განაცხადა მაისაშვილმა.ნაკრების მოთამაშის, ლუკა მატკავას თქმით, მეტოქე მათ თავიდანვე გაექცა.გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ვასილ ლობჟანიძის თქმით, უელსმა საქართველოს ნაკრებს შეცდომები არ აპატია.„ძალიან რთულია ამ თამაშის შეფასება. გვქონდა გარკვეული შეცდომები, რომელთაც მაღალი დონის გუნდები არ პატიობენ. სწორედ ამ შეცდომების გამო დავისაჯეთ. ბოლოს სხვაობა ხუთ ქულამდე შევამცირეთ, ჩვენი თამაში ვიპოვეთ, მაგრამ შემდეგ ისევ შეცდომები დავუშვით და მეტოქე გაიქცა, ჩვენ კი მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ შევძელით“, - აღიარა ლობჟანიძემ.საქართველოს ნაკრები 2003 წლის შემდეგ მსოფლიო თასს მოგების გარეშე პირველად ასრულებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/01/282825800_302:0:1838:1152_1920x0_80_0_0_102a969fd3206d5ab953f31fea88d7f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ლევან მაისაშვილი: ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე დასახულ მიზნებს ვერ მიაღწიეს
21:36 08.10.2023 (განახლებულია: 01:36 09.10.2023) ტურნირის დაწყებამდე მიზნად ორი თამაშის მოგება დავისახეთ, რაც ვერ მივაღწიეთ, განაცხადა მაისაშვილმა
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ვერ მიაღწია იმ მიზანს, რომელიც გუნდმა საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დაისახა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბორჯღალოსნების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განუცხადა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. ბორჯღალოსნებმა ბოლო მატჩი უელსთან წააგეს – 43:19. მანამდე იყო წაგება ავსტრალიასთან - 15:35, ასევე ფიჯისთან - 12:17. პორტუგალიასთან მატჩი ფრედ – 18:18 დასრულდა.
„ტურნირის დაწყებამდე მიზნად ორი თამაშის მოგება დავისახეთ, რაც ვერ შევასრულეთ. თუმცა დადებითი მხარეებიც იყო, თუნდაც ის, რომ ოთხივე შეხვედრა მოსაგებად ვითამაშეთ და ნაადრევად არცერთში დავნებებულვართ. ვფიქრობ, ეს ქომაგმაც დაინახა“, - განაცხადა მაისაშვილმა.
მწვრთნელის თქმით, უელსის წინააღმდეგ მატჩის პირველ ტაიმში ბორჯღალოსნებმა მეტოქეს უპირატესობის მოპოვების საშუალება მისცეს. მეორე ტაიმში შეცდომები მეტ-ნაკლებად გამოასწორეს.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ“, - განაცხადა მაისაშვილმა.
ნაკრების მოთამაშის, ლუკა მატკავას თქმით, მეტოქე მათ თავიდანვე გაექცა.
„სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ აქედანვე უნდა დავიწყოთ მზადება მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის“, - განაცხადა მატკავამ.
გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ვასილ ლობჟანიძის თქმით, უელსმა საქართველოს ნაკრებს შეცდომები არ აპატია.
„ძალიან რთულია ამ თამაშის შეფასება. გვქონდა გარკვეული შეცდომები, რომელთაც მაღალი დონის გუნდები არ პატიობენ. სწორედ ამ შეცდომების გამო დავისაჯეთ. ბოლოს სხვაობა ხუთ ქულამდე შევამცირეთ, ჩვენი თამაში ვიპოვეთ, მაგრამ შემდეგ ისევ შეცდომები დავუშვით და მეტოქე გაიქცა, ჩვენ კი მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ შევძელით“, - აღიარა ლობჟანიძემ.
საქართველოს ნაკრები 2003 წლის შემდეგ მსოფლიო თასს მოგების გარეშე პირველად ასრულებს.