https://sputnik-georgia.com/20231007/------283061522.html
საქართველოს პარლამენტში ვიცე-სპიკერების რაოდენობა გაიზრდება
საქართველოს პარლამენტში ვიცე-სპიკერების რაოდენობა გაიზრდება
Sputnik საქართველო
ამჟამად პარლამენტის სპიკერატში უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის ორ-ორი კვოტაა განსაზღვრული. 07.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-07T16:06+0400
2023-10-07T16:06+0400
2023-10-27T16:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283446575_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_28a861ea108859936f6a59eab4fd03f7.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში ვიცე-სპიკერების რაოდენობა ხუთიდან შვიდამდე იზრდება - ამას რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.პარლამენტის სამ ვიცე-სპიკერს საპარლამენტო უმრავლესობით აირჩევენ, ხოლო სამს - ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებიდან.რეგლამენტის თანახმად, კიდევ ერთ, პირველ ვიცე-სპიკერს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.ამჟამად პარლამენტის სპიკერატში უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის ორ-ორი კვოტაა განსაზღვრული. უმრავლესობიდან ვიცე-სპიკერები არიან არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო, ხოლო ოპოზიციიდან - „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე.საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილი ორი ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან ერთი ვიცე-სპიკერის კვოტა ვაკანტურად რჩება. ამ თანამდებობას იკავებდა ლევან იოსელიანი, რომელმაც პარლამენტი დატოვა და სახალხო დამცველის პოსტი დაიკავა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა, მაგრამ უმრავლესობამ მას მხარი არ დაუჭირა.დღეისათვის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერია გია ვოლსკი.ვიცე-სპიკერების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში საპარლამენტო ხარჯებიც გაიზრდება. რიგითი დეპუტატის ანაზღაურება, რომელსაც არავითარი თანამდებობა არ უკავია, 4624 ლარია, ვიცე-სპიკერის – 6340 ლარი, პირველი ვიცე-სპიკერის – 6400 ლარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283446575_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_18777c07e388472d53f1f2f79d012293.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტში ვიცე-სპიკერების რაოდენობა გაიზრდება
16:06 07.10.2023 (განახლებულია: 16:27 27.10.2023) ამჟამად პარლამენტის სპიკერატში უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის ორ-ორი კვოტაა განსაზღვრული.
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში ვიცე-სპიკერების რაოდენობა ხუთიდან შვიდამდე იზრდება - ამას რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.
პარლამენტის სამ ვიცე-სპიკერს საპარლამენტო უმრავლესობით აირჩევენ, ხოლო სამს - ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებიდან.
რეგლამენტის თანახმად, კიდევ ერთ, პირველ ვიცე-სპიკერს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.
ამჟამად პარლამენტის სპიკერატში უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის ორ-ორი კვოტაა განსაზღვრული. უმრავლესობიდან ვიცე-სპიკერები არიან არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო, ხოლო ოპოზიციიდან - „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე.
საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილი ორი ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან ერთი ვიცე-სპიკერის კვოტა ვაკანტურად რჩება. ამ თანამდებობას იკავებდა ლევან იოსელიანი, რომელმაც პარლამენტი დატოვა და სახალხო დამცველის პოსტი დაიკავა. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა, მაგრამ უმრავლესობამ მას მხარი არ დაუჭირა.
დღეისათვის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერია გია ვოლსკი.
ვიცე-სპიკერების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში საპარლამენტო ხარჯებიც გაიზრდება. რიგითი დეპუტატის ანაზღაურება, რომელსაც არავითარი თანამდებობა არ უკავია, 4624 ლარია, ვიცე-სპიკერის – 6340 ლარი, პირველი ვიცე-სპიკერის – 6400 ლარი.