https://sputnik-georgia.com/20231006/ratom-unda-amoirot-sibrznis-kbili-adreul-asaksi-283040318.html
რატომ უნდა ამოიღოთ სიბრძნის კბილი ადრეულ ასაკში: ამერიკული კვლევა
რატომ უნდა ამოიღოთ სიბრძნის კბილი ადრეულ ასაკში: ამერიკული კვლევა
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. სიბრძნის კბილები ნეგატიურ გავლენას ახდენს გემოს შეგრძნებაზე, მათი ამოღების შემდეგ ადამიანი გემოებს უკეთ აღიქვამს, წერს გამოცემა... 06.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-06T17:14+0400
2023-10-06T17:14+0400
2023-10-06T20:56+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
მსოფლიოს ახალი ამბები
ფაქტები ადამიანის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/06/283040136_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_7cecf9f4eb93627b26db1512103ec9d1.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. სიბრძნის კბილები ნეგატიურ გავლენას ახდენს გემოს შეგრძნებაზე, მათი ამოღების შემდეგ ადამიანი გემოებს უკეთ აღიქვამს, წერს გამოცემა Science Times ამერიკელ მეცნიერებზე დაყრდნობით.პენსილვანიის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური მედიცინის სკოლის სწავლულებმა პროფესორ რიჩარდ დოტის ხელმძღვანელობით კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 1255 კაცი მონაწილეობდა. მათგან 891-ს სიბრძნის კბილები ამოღებული ჰქონდა.დოტი და მისი კოლეგები ახალი ექსპერიმენტის მონაწილეებს გასასინჯად საქაროზის, ნატრიუმის ქლორიდის (სუფრის მარილის), ლიმონმჟავასა და კოფეინის ხსნარებს აძლევდნენ და ავალებდნენ, აღეწერათ მათი გემო − რამდენად ტკბილი, მლაშე, მჟავე თუ მწარე იყო თითოეული ხსნარი.აღმოჩნდა, რომ:კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სიბრძნის კბილის ამოღება საშუალოდ 3-10%-ით აუმჯობესებს გემოს რეცეპტორების შეგრძნებას.მანამდე ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ სიბრძნის კბილის პულპიდან აღებული ღეროვანი უჯრედები შეიძლება გარდაიქმნას უჯრედებად, რომლებიც თვალის რქოვანას უჯრედების იდენტურია. ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ ეს აღმოჩენა დაბრმავებისგან იხსნის უამრავ პაციენტს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/06/283040136_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_f0c658f1242a12d9eb95cbda81fca1ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, მსოფლიოს ახალი ამბები, ფაქტები ადამიანის შესახებ
ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, მსოფლიოს ახალი ამბები, ფაქტები ადამიანის შესახებ
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. სიბრძნის კბილები ნეგატიურ გავლენას ახდენს გემოს შეგრძნებაზე, მათი ამოღების შემდეგ ადამიანი გემოებს უკეთ აღიქვამს, წერს გამოცემა
Science Times ამერიკელ მეცნიერებზე დაყრდნობით.
პენსილვანიის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური მედიცინის სკოლის სწავლულებმა პროფესორ რიჩარდ დოტის ხელმძღვანელობით კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 1255 კაცი მონაწილეობდა. მათგან 891-ს სიბრძნის კბილები ამოღებული ჰქონდა.
დოტი და მისი კოლეგები ახალი ექსპერიმენტის მონაწილეებს გასასინჯად საქაროზის, ნატრიუმის ქლორიდის (სუფრის მარილის), ლიმონმჟავასა და კოფეინის ხსნარებს აძლევდნენ და ავალებდნენ, აღეწერათ მათი გემო − რამდენად ტკბილი, მლაშე, მჟავე თუ მწარე იყო თითოეული ხსნარი.
ის ადამიანები, რომლებსაც სიბრძნის კბილები ამოღებული ჰქონდათ, ბევრად კარგად უმკლავდებოდნენ დავალებას;
ამასთან, ქალები უკეთ ართმევდნენ თავს ამოცანას, ვიდრე მამაკაცები;
რაც უფრო ადრეულ ასაკში ჰქონდა ამოღებული სიბრძნის კბილი საკვლევ პირს, მით უკეთ შეეძლო გემოს განსაზღვრა.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სიბრძნის კბილის ამოღება საშუალოდ 3-10%-ით აუმჯობესებს გემოს რეცეპტორების შეგრძნებას.
„ეს გასაოცარი, საინტერესო შედეგია, რომელიც შემდგომ შესწავლას იმსახურებს, რათა დადგინდეს, რატომ უმჯობესდება გემო და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კლინიკური თვალსაზრისით“, – წერს პროფესორი დოტი.
მანამდე ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ სიბრძნის კბილის პულპიდან აღებული ღეროვანი უჯრედები შეიძლება გარდაიქმნას უჯრედებად, რომლებიც თვალის რქოვანას უჯრედების იდენტურია. ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ ეს აღმოჩენა დაბრმავებისგან იხსნის უამრავ პაციენტს.