მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Politico: ტრამპმა შესაძლოა წარმომადგენელთა პალატის სპიკერად წარადგინოს თავი

© AP Photo / Corey Sipkin
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2023
გამოწერა
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირაში შესაძლოა კაპიტოლიუმს ეწვიოს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე კანდიდატად წარადგინოს თავი, იუწყება Politico ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
მისი თქმით, ტრამპი წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკურ პარტიასთან სასაუბროდ მანამ მივა, სანამ პარტია სპიკერობის კანდიდატს შეარჩევს. რესპუბლიკელები „კანდიდატების ფორუმის“ ჩატარებას მომავალი სამშაბათისთვის გეგმავენ.
ამასთან წყარომ ხაზი გაუსვა, რომ ტრამპს ჯერ კიდევ არ აქვს საბოლოოდ გადაწყვეტილი, ღირს თუ არა სპიკერად კენჭისყრა.

„გაურკვეველია, იყრის თუ არა ტრამპი კენჭს სპიკერად. გამარჯვებას წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება, რაც რთული დაბრკოლებაა სკანდალური ექს-პრეზიდენტისთვის“, — წერს გამოცემა.

ამასთან Poitico ვარაუდობს, რომ ეს ერთადერთი პრობლემა არ იქნება, რომელსაც ტრამპი ამ გზაზე შეეჯახება. გამოცემის განმარტებით, „წარმომადგენელთა პალატას არასდროს აურჩევია სპიკერად კონგრესის არაწევრი კანდიდატი“. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ტექნიკურად ეს არც არის კონსტიტუციური მოთხოვნა.
გარდა ამისა, ყოფილ პრეზიდენტს პრობლემები ასევე შეიძლება შეუქმნას რესპუბლიკური პარტიის შიდა წესებმაც, რომელთა თანახმად, პარტიის ხელმძღვანელობის წევრი ვალდებულია გადადგეს თანამდებობიდან, „თუ მას სისხლის სამართლის ისეთ დანაშაულში ედება ბრალი, რომლის გამოც სასჯელად ორი ან მეტი წლით თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაწესდეს“.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კევინ მაკკარტის სპიკერობიდან გადაყენების შემდეგ დონალდ ტრამპის სპიკერად არჩევის იდეას რამდენიმე რესპუბლიკელმა უკვე დაუჭირა მხარი.
მანამდე, 3 ოქტომბერს კევინ მაკკარტის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობა დაატოვებინეს. რესპუბლიკელი კონგრესმენი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან კულუარულ შეთანხმებებში დაადანაშაულეს. კერძოდ, მაკკარტის ბრალად დასდეს თეთრ სახლთან არაფორმალური გარიგების დადება უკრაინის დაფინანსების გასაგრძელებლად. თავად პოლიტიკოსი მის მიმართ ყველა ბრალდებას უარყოფს.
ყველა ახალი ამბავი
0