https://sputnik-georgia.com/20231006/nato-safrtxis-qves-myofi-regionebis-dacvas-azlierebs-283019861.html
ბაუერი: ნატო აძლიერებს რეგიონებს, სადაც აგრესიის ალბათობა მაღალია
ბაუერი: ნატო აძლიერებს რეგიონებს, სადაც აგრესიის ალბათობა მაღალია
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ნატოს წევრი ქვეყნებისთვის აუცილებელია, რომ ყურადღებით დააკვირდნენ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს, ალიანსი აპირებს სწრაფი... 06.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-06T13:29+0400
2023-10-06T13:29+0400
2023-10-06T19:16+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ნატო
სამხედრო წვრთნები
რუსეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0c/279502811_0:107:1024:683_1920x0_80_0_0_038baf31054a9b8795177e347416081f.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ნატოს წევრი ქვეყნებისთვის აუცილებელია, რომ ყურადღებით დააკვირდნენ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს, ალიანსი აპირებს სწრაფი რეაგირების ძალების განთავსებას იმ მიმართულებებით, სადაც აგრესიის ალბათობა ყველაზე მაღალია, განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა რობ ბაუერმა პოლონურ სააგენტო PAP-თან ინტერვიუში.მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნატო მხოლოდ ერთი მიმართულებით იქნება კონცენტრირებული, „რუსები მეორე მიმართულებით განახორციელებენ თავდასხმას“.როგორც ბაუერმა განმარტა, ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემდეგი ნაბიჯი ალიანსის ძალების ცალკეულ რეგიონებში განაწილება იქნება.ბაუერმა დააზუსტა, რომ ნატო რუსეთის აღმოსავლეთ ფლანგზე შეჭრის სცენარს 2024 წლის სამხედრო წვრთნა Steadfast Defender-ის ფარგლებში დაამუშავებს, რომელშიც ალიანსის დაახლოებით 40 ათასი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, და რომელიც „ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება ცივი ომის შემდეგ“.სწავლება Steadfast Defender მომავალ წელს გერმანიაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჩატარდება. როგორც მანამდე წერდა გაზეთი Financial Times, მანევრების მიზანი ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის მოგერიება იქნება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ალიანსის წვრთნები „რუსეთზე თავდასხმისთვის ვარჯიშია“.წყარო: PAP
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/0c/279502811_113:0:1024:683_1920x0_80_0_0_9eb6aa3815e5b6a3cf1e45520ba4ee19.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ნატო , სამხედრო წვრთნები, რუსეთი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ნატო , სამხედრო წვრთნები, რუსეთი, პოლიტიკა
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ნატოს წევრი ქვეყნებისთვის აუცილებელია, რომ ყურადღებით დააკვირდნენ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს, ალიანსი აპირებს სწრაფი რეაგირების ძალების განთავსებას იმ მიმართულებებით, სადაც აგრესიის ალბათობა ყველაზე მაღალია, განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა რობ ბაუერმა პოლონურ სააგენტო PAP-თან ინტერვიუში.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საფრთხის ქვეშ მყოფი მიმართულებები: აღმოსავლეთი ფლანგი, უკიდურესი ჩრდილოეთი, ასევე ატლანტის ოკეანე. რუსები ყველგან არიან: აფრიკასა და ხმელთაშუა ზღვაში, კოსმოსსა და კიბერსივრცეში. ყველა მიმართულებას მუდმივად უნდა აკონტროლებდეს ალიანსის დაზვერვა“, — განაცხადა ბაუერმა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნატო მხოლოდ ერთი მიმართულებით იქნება კონცენტრირებული, „რუსები მეორე მიმართულებით განახორციელებენ თავდასხმას“.
როგორც ბაუერმა განმარტა, ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემდეგი ნაბიჯი ალიანსის ძალების ცალკეულ რეგიონებში განაწილება იქნება.
„რაც ახალია, ეს ისაა, რომ სწრაფი რეაგირების 300.000-იანი ძალები მზად იქნება 30 დღეში“, — განაცხადა მან და დასძინა, რომ ალიანსი, ამა თუ იმ რეგიონში საფრთხის გაზრდის შემთხვევაში, იქ ბრიგადას, დივიზიას ან კორპუსს გაგზავნის მოკავშირეთა „ეფექტური თავდაცვითი ოპერაციის ჩასატარებლად“.
ბაუერმა დააზუსტა, რომ ნატო რუსეთის აღმოსავლეთ ფლანგზე შეჭრის სცენარს 2024 წლის სამხედრო წვრთნა Steadfast Defender-ის ფარგლებში დაამუშავებს, რომელშიც ალიანსის დაახლოებით 40 ათასი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, და რომელიც „ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება ცივი ომის შემდეგ“.
სწავლება Steadfast Defender მომავალ წელს გერმანიაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ჩატარდება. როგორც მანამდე წერდა გაზეთი Financial Times, მანევრების მიზანი ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის მოგერიება იქნება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ალიანსის წვრთნები „რუსეთზე თავდასხმისთვის ვარჯიშია“.