https://sputnik-georgia.com/20231006/kobaxidze-shekrebebis-shesaxeb-kanoni-prezidents-ar-gaegzavneba-283047054.html
კობახიძე: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება
კობახიძე: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება
Sputnik საქართველო
კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ. 06.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-06T21:00+0400
2023-10-06T21:00+0400
2023-10-27T15:55+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/09/250295842_0:8:1300:739_1920x0_80_0_0_00418d7f975e2d92f8f776e6d3fa98cd.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონს ხელმოსაწერად არ გაუგზავნის, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.პარლამენტმა შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც საპროტესტო აქციების დროს შეზღუდვების სიას აფართოებს. საუბარია ისეთი დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვაზე, რომლებიც ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის და პოლიციის მუშაობას ხელს შეუშლის.კონსტიტუციის 36-ე მუხლი განსაზღვრავს პარლამენტის სტატუსსა და უფლებამოსილებებს, ხოლო 45-ე და 46-ე მუხლები განსაზღვრავს კანონების მიღებისა და ძალაში შესვლის წესს.„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/09/250295842_85:0:1081:747_1920x0_80_0_0_e5cd2cfb3e8490882ed35ebf2b7a3d3d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ახალი ამბები
კობახიძე: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება
21:00 06.10.2023 (განახლებულია: 15:55 27.10.2023) კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონს ხელმოსაწერად არ გაუგზავნის, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტმა შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც საპროტესტო აქციების დროს შეზღუდვების სიას აფართოებს. საუბარია ისეთი დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვაზე, რომლებიც ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის და პოლიციის მუშაობას ხელს შეუშლის.
„ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში“, – განაცხადა კობახიძემ.
კონსტიტუციის 36-ე მუხლი განსაზღვრავს პარლამენტის სტატუსსა და უფლებამოსილებებს, ხოლო 45-ე და 46-ე მუხლები განსაზღვრავს კანონების მიღებისა და ძალაში შესვლის წესს.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა.