https://sputnik-georgia.com/20231006/kobaxidze-opozicia-saqartveloshi-radikaluri-da-eqstremaluri-zalaa-283047592.html
კობახიძე: ოპოზიცია საქართველოში რადიკალური და ექსტრემისტული ძალაა
კობახიძე: ოპოზიცია საქართველოში რადიკალური და ექსტრემისტული ძალაა
Sputnik საქართველო
კობახიძის თქმით, ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი პროცესებს და სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდოთ 06.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-06T22:51+0400
2023-10-06T22:51+0400
2023-10-06T22:51+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/283000052_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_13c6bbf04eed57a6943945b4a7af6e9c.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ოპოზიცია არ არის სტანდარტული ოპოზიცია, ეს არის პოპულისტური, რადიკალური, ექსტრემისტული ძალა, რომელიც ხელისუფლებას მუდმივად ადანაშაულებს ტყუილში, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.ასე გამოეხმაურა კობახიძე ოპოზიციის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მესამე სამიტის ფარგლებში, რომელიც გრანადაში იმართება, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა ევროპელი ლიდერისგან მიიღო დადასტურება, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ოპოზიციამ პრემიერის განცხადებას სიცრუე უწოდა.ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.რაზე ისაუბრეს გრანადაში ირაკლი ღარიბაშვილმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა>>>ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/283000052_305:0:3036:2048_1920x0_80_0_0_b46efee61d6720f5f35ffaecbc1b328b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
კობახიძე: ოპოზიცია საქართველოში რადიკალური და ექსტრემისტული ძალაა
კობახიძის თქმით, ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი პროცესებს და სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდოთ
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ოპოზიცია არ არის სტანდარტული ოპოზიცია, ეს არის პოპულისტური, რადიკალური, ექსტრემისტული ძალა, რომელიც ხელისუფლებას მუდმივად ადანაშაულებს ტყუილში, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ასე გამოეხმაურა კობახიძე ოპოზიციის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მესამე სამიტის ფარგლებში, რომელიც გრანადაში იმართება, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა ევროპელი ლიდერისგან მიიღო დადასტურება, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ოპოზიციამ პრემიერის განცხადებას სიცრუე უწოდა.
„ისინი არ არიან სტანდარტული ოპოზიცია, ისინი არიან პოპულისტური, რადიკალური, ექსტრემისტული ძალა და ეს ასე უნდა თქვან. ამბობენ, ხან პრემიერი იტყუება, ხან მე, ხან სხვა. რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს მათი ნარატივია. რაც არ უნდა იცოდნენ, ამბობენ, რომ ვიტყუებით. სიმართლე რაც არის, ამაზე ისაუბრა პრემიერმა. ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი პროცესებს და სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდოთ“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.